ორიგინალი
„ჰაპოელ ბეერ-შევა“ საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მადლობას უხდის
იმედი·17:29

„ჰაპოელ ბეერ-შევა“ საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მადლობას უხდის

27 ნოემბერი, 2026 · 17:29

საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მადლობას უხდის საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ ყველა იმ ადამიანის შრომა, რომელმაც გასულ ღამეს ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და ჩართული იყო თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფაში. დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის. მადლობა ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს შინო ზუარესს და ბეერ-შევას მერს რუვიკ დანილოვიჩს, რომლებსაც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივი კავშირი ჰქონდათ. განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს, როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვაცილებდნენ, ვიდრე ბოლო გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა განთავსების ადგილზე. რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე გამოგვყვნენ და პირველივე წუთიდან მხარდაჭერასა და სიყვარულს გვაგრძნობინებდნენ. ძალიან გვიყვარხართ ყველანი.

გულითად მადლობას ვუხდით ყველა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ჰაპოელ ბეერ-შევა“ საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მადლობას უხდის

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • პრაიმტაიმი·16:54
    ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გავათავისუფლეთ, ზარალის ანაზღაურებას კი, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა „ბეშიქთაშს“ დააკისრებს - სულხან თამაზაშვილი
  • კვირა·16:53
    ზურაბ რურუა: ბათუმში, გულშემატკივრების ნაწილი იყო აგრესიული, უკანონობას სჩადიოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ქმედებები სწორად და ადეკვატურად აღკვეთა
  • ინტერპრესნიუსი·16:48
    სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებისას ზარალის ანაზღაურებას, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა თურქულ მხარეს დააკისრებს
  • კვირის პალიტრა·16:43
    "ეს რომ სტადიონზე მომხდარიყო, პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო" - რას ამბობს შს მინისტრი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე
ბათუმში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:32

ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის შემდეგ ნატოს ავიაგამანადგურებლები ჰაერში აფრინდნენ

ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის შემდეგ ნატოს ავიაგამანადგურებლები ჰაერში აფრინდნენ
იმედი·17:29

ნიკა გვარამია ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებზე: უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან

იმედი·17:28

ლაშა ფარულავა: საზოგადოებას სჭირდება პასუხი დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლების საკითხზე, რა სამართლებრივი არგუმენტით მიიღეს ეს გადაწყვეტილება

ლაშა ფარულავა: საზოგადოებას სჭირდება პასუხი დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლების საკითხზე, რა სამართლებრივი არგუმენტით მიიღეს ეს გადაწყვეტილება
იმედი·17:27

დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით რადიკალების პოზიციაზე: საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რომ ერთიანდებიან და არა ქვეყნის დასაცავად, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა ოკუპანტს. ეს მათი სახეა

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.