ქორქიას და ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიის შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის ფარგლებში პორტუგალიას მასპინძლობს.
თამაში თბილისში, ქორქიას და ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.
ჯგუფში საქართველოს, უკრაინასა და ესპანეთს 6-6 მოგება აქვთ, პორტუგალია კი 5 გამარჯვებით მეოთხე პოზიციაზეა. დღეს „ჯვაროსნების“ გამარჯვების შემთხვევაში, ისინი პორტუგალიელებს 2 მოგებით გაუსწრებენ. ფინალურ ეტაპზე კი ჯგუფში 3 საუკეთესო გუნდი გადის.
