ორიგინალი
ოლივია მაურელი სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს ხელისუფლების ეს ინიციატივა უნაკლო გადაწყვეტილებისკენ მიმავალი შესანიშნავი ნაბიჯია - ეს სწორი ნაბიჯია და ქართველი ქალების დასაცავად ერთადერთი გზაა, საქართველო მაგალითი იქნება ამ კანონის მიღებით მთელი მსოფლიოსთვის
იმედი·20:23

29 ნოემბერი, 2026 · 20:23

საქართველოს ხელისუფლების ეს ინიციატივა უნაკლო გადაწყვეტილებისკენ მიმავალი, შესანიშნავი ნაბიჯია. ჩვენი ორგანიზაცია იმავე მიზნებით მუშაობს, ვცდილობთ, რომ ეროვნული მასშტაბით მოხდეს სუროგაციის აკრძალვა. მისი აკრძალვა არამარტო ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთაც სუროგაციაში მონაწილეობის აკრძალვა - ეს იქნება საუკეთესო კანონი, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „კასაბლანკას დეკლარაციის ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივია მაურელმა საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, თუკი ყველა სახელმწიფო ასე მოიქცევა, სუროგაცია მსოფლიოში განადგურდება და ბავშვებსა და ქალებს უკეთ დაიცავენ.

მაურელმა აღნიშნა, რომ საქართველო საუკეთესო გზას ადგას და საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

„სოციალურ მედიაში ვნახე, რომ საქართველოში სუროგაციის ბიზნესით დაკავებული ადამიანები ძალიან ბევრს ნერვიულობენ ამაზე, უკვე ეძებენ სხვა სახელმწიფოს რომ სუროგაციის ბიზნესი გადაიტანონ საქართველოდან, მათი შემდეგი სამიზნე სომხეთია. სუროგაცია თუ ყველგან არ აიკრძალება, ეს ბიზნესი ქვეყნებს იცვლის, როგორც ჩანს მათ ყურადღების ცენტრში შემდეგი სომხეთია. სომეხი ქალები.

ასე იცვლის სუროგაციის ბიზნესი ქვეყნებს, საქართველოში ის უკრაინიდან გადმოვიდა მაშინ, როცა უკრაინაში ომი დაიწყო.

დაბომბვისას ნაკლები ადამიანი ფიქრობს ბავშვის გაჩენაზე, დაფიქრდნენ და საქართველოში გადმოვიდნენ.

სამწუხაროდ, საქართველოში არიან გაჭირვებული ქალებიც, ულამაზესი ქალბატონები ვინც მხოლოდ უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ. იმედი მაქვს, რომ ისინი თავს დააღწევენ ამ საშინელ ბიზნესს, პირდაპირ ნადირობენ ამ ქალებზე. ეს ძალიან სამწუხაროა, ეს ქართველი ქალები ხომ წარმოუდგენლად მეტს იმსახურებენ ვიდრე იყვნენ ინკუბატორები უცხო წყვილებისთვის, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

სუროგაციის აკრძალვის განხილვით საქართველო სწორ გზას ადგას, ეს სწორი ნაბიჯია და ქართველი ქალების დასაცავად ერთადერთი გზა.

სუროგაციის ბიზნესი 2035 წლისთვის 200 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტ კაპიტალს დააგროვებს, საქართველო კი ისტორიის სწორ მხარეს დგას.

საქართველო მაგალითი იქნება ამ კანონის მიღებით მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ოლივია მაურელმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოლივია მაურელი სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს ხელისუფლების ეს ინიციატივა უნაკლო გადაწყვეტილებისკენ მიმავალი შესანიშნავი ნაბიჯია - ეს სწორი ნაბიჯია და ქართველი ქალების დასაცავად ერთადერთი გზაა, საქართველო მაგალითი იქნება ამ კანონის მიღებით მთელი მსოფლიოსთვის

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • პოსტივი·18:31
    ლევან მახაშვილი USAID-ზე: “ეს ორგანიზაცია ამოფარებული იყო რამდენიმე ლამაზ პროექტს და ამ ლამაზი პროექტის მიღმა თურმე იყო უზარმაზარი ქსელი, რისი მეშვეობითაც ხდებოდა არაფორმალური გავლენების გამოყენება, ამ გავლენებით ხელისუფლებაზე ზეწოლა, ხელისუფლების დამხობის პროცესების წახალისება”
  • რუსთავი 2·16:46
    ონი–საკაოს საავტომობილო გზაზე მეწყერისა და ლოდების ცვენის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა - ადგილზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება
  • ფორმულა·14:29
    უკრაინის ხელისუფლება კუშნერის მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს
  • კვირა·22:30
    პრემიერი: თვისებრივად შევცვალეთ სისტემა 2012 წლის შემდეგ და ნამდვილი გარდატეხა შევიტანეთ სასამართლო ხელისუფლებაში; სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში; ბიზნესი ენდობა, მოსახლეობა ენდობა, სტრასბურგი ამართლებს ჩვენი სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებებს
ხელისუფლებისაკრძალვის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·20:38

დიალოგი ეროვნული ინტერესების დაცვით. „იმდის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

დიალოგი ეროვნული ინტერესების დაცვით. „იმდის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
იმედი·20:31

ოლივია მაურელი: ახლახან კალიფორნიაში, აღმოაჩინეს „საშინელებათა სასახლე“, სადაც სამი წლის განმავლობაში სუროგაციით დაბადებული 27 ბავშვი ჰყავდათ, ეგრეთწოდებულ „საშინელებათა სასახლეში“. ამ ბავშვებზე ძალადობდნენ, პოლიციამ ადგილზე დამწვარი ბავშვის სხეულიც კი იპოვა

„სუროგაცია ქალებისა და ბავშვების უფლებებს ფეხქვეშ თელავს, არ მესმის როგორ შეიძლება სუროგაცია დღემდე იყოს კანონიერი, ამით გაჭირვებულ ქალებს იყენებენ" - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ სუროგაციის გზით დაბადებულ ქალთან

იმედი·19:33

შეიძლება, სუროგაციის საკითხზე განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ერთი რამ უდავოა - ერშიც და ბერშიც ბავშვების უფლებებზე, ქალების ღირსებასა და ადამიანის ბედზე ჩვენ, ყველა ერთნაირად ვფიქრობთ და ვზრუნავთ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი და „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ სუროგაციის გზით დაბადებულ ქალთან

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.