ორიგინალი
დავით მათიკაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ რადიკალების ბულინგზე: ცხადია, რომ დანაშაულის აღიარების და გულწრფელი მონანიების ელემენტები ეწინააღმდეგება მათ საერთო მიზანს, რომ ხელისუფლება ძალადობით შეიცვალოს
იმედი·22:16

29 ნოემბერი, 2026 · 22:16

დააკვირდით, როგორც კი ვინმე ციხიდან გამოდის, ან შეწყალებაზე თუ საპროცესო შეთანხმებაზე დაწერს განცხადებას, რა ბულინგი და უშვერი სიტყვებით ლანძღვა მიდის სოცქსელებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის მიერ შეწყალებით გათავისუფლებული იმ პატიმრების მიმართ ბულინგზე, რომლებიც ძალადობრივი აქციების დროს იყვნენ დაკავებულები.

მისივე თქმით, ცხადია, რომ დანაშაულის აღიარების და გულწრფელი მონანიების ელემენტები ეწინააღმდეგება რადიკალების საერთო მიზანს, რომ ხელისუფლება ძალადობით შეიცვალოს.

„მთელი მსოფლიოს და საქართველოს მასშტაბით რომ ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ თურმე, „ჩვენ ოდნავ მოგვიანებით გასაღები უნდა ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის“, ხალხის დაძვრას რომ უწყობდნენ ხელს და მოუწოდებდნენ პრეზიდენტის სასახლისკენ, მათ შორის იქ მყოფი მსოფლიო დონის ბარიტონები, ეს არ ახსოვთ.

ფსევდო ილუზორული და ვირტუალური რეალობა გარე ძალებს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ, რომ მერე ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში ვინმე სააკაშვილის ახლო მეგობარი პარლამენტარი გამობრძანდეს, აიღოს ფურცელი და ისაუბროს იმაზე, საქართველოში როგორ არიან პოლიტპატიმრები და როგორ ირღვევა მათი უფლება.

მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეიქნას ფსევდო მოცემულობა, დაერქვას ტყუილის სახელი პირდაპირი მნიშვნელობით დამნაშავეს, რომ მერე მასზე, როგორც პოლიტიკურ პატიმარზე ისაუბრონ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 ადამიანი შეიწყალა. მათ შორის იყო 2024 წელს, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირიც.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ რადიკალების ბულინგზე: ცხადია, რომ დანაშაულის აღიარების და გულწრფელი მონანიების ელემენტები ეწინააღმდეგება მათ საერთო მიზანს, რომ ხელისუფლება ძალადობით შეიცვალოს

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • რუსთავი 2·21:40
    ონი–საკაოს საავტომობილო გზაზე მეწყერისა და ლოდების ცვენის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა - ადგილზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება
  • ფორმულა·21:37
    უკრაინის ხელისუფლება კუშნერის მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს
  • პოსტივი·18:31
    ლევან მახაშვილი USAID-ზე: “ეს ორგანიზაცია ამოფარებული იყო რამდენიმე ლამაზ პროექტს და ამ ლამაზი პროექტის მიღმა თურმე იყო უზარმაზარი ქსელი, რისი მეშვეობითაც ხდებოდა არაფორმალური გავლენების გამოყენება, ამ გავლენებით ხელისუფლებაზე ზეწოლა, ხელისუფლების დამხობის პროცესების წახალისება”
  • კვირა·22:30
    პრემიერი: თვისებრივად შევცვალეთ სისტემა 2012 წლის შემდეგ და ნამდვილი გარდატეხა შევიტანეთ სასამართლო ხელისუფლებაში; სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მყარად ენდობა სასამართლო სისტემას საქართველოში; ბიზნესი ენდობა, მოსახლეობა ენდობა, სტრასბურგი ამართლებს ჩვენი სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებებს
ხელისუფლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·23:09

ნანა კაკაბაძე: სწორედ ის დაგვანახვა 28 ნოემბრის საპროტესტო აქციამ, რომ პოლიტიკურ ძალებს საზოგადოებაში მინიმალური მხარდაჭერა გააჩნიათ და შეიძლება, ხელისუფლების მიმართ ბევრს მრავალი პრეტენზიაც ჰქონდეს (ბევრი სამართლიანიც), მაგრამ მის ალტერნატივას იმ ძალებში კატეგორიულად ვერ ხედავს, ვინც ორთვიანი დაძაბული საორგანიზაციო სამუშაოს ჩატარების შემდეგ ხალხის მხოლოდ ამ რაოდენობის შეგროვება და მხოლოდ ნახევარსაათიანი მიტინგის ჩატარება შეძლო

იმედი·22:45

ორშაბათიდან „იმედზე“ მეგა-შოუ „პერსონა X“ დაიწყება. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ორშაბათიდან „იმედზე“ მეგა-შოუ „პერსონა X“ დაიწყება. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
იმედი·22:22

შანტაჟისგან გათავისუფლებული საქართველო - 28 ნოემბრის ე.წ. მასშტაბური აქცია. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

შანტაჟისგან გათავისუფლებული საქართველო - 28 ნოემბრის ე.წ. მასშტაბური აქცია. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
იმედი·21:59

ლიბერალური ფაშიზმი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ლიბერალური ფაშიზმი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.