მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 90-იანების ლეგენდარული ჯგუფი Aqua დაიშალა
90-იანების ლეგენდარული ჯგუფი Aqua დაიშალა

90-იანების ლეგენდარული ჯგუფი Aqua დაიშალა

იმედი|imedinews.ge

ცნობილმა დანიურ-ნორვეგიულმა პოპ-ჯგუფმა AQUA, რომელიც მსოფლიომ ჰიტით Barbie Girl გაიცნო, დაშლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ განცხადებაში მუსიკოსებმა აღნიშნეს, რომ AQUA-ს, როგორც ცოცხალი ბენდის ისტორია დასრულდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ერთობლივად და მეგობრულად მიიღეს. მათი თქმით, ახლა საუკეთესო მომენტია დასამშვიდობებლად, სანამ მოგონებები და ერთმანეთის მიმართ სიყვარული ჯერ კიდევ ხელუხლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის პოპულარობის პიკი 90-იან წლებზე მოდის, 2023 წელს მათმა შემოქმედებამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. რეპერებმა ნიკი მინაჟმა და Ice Spice-მა ფილმ „ბარბისთვის“ შექმნეს ტრეკი Barbie World, სადაც ჯგუფის ლეგენდარული ჰიტის სემპლი გამოიყენეს.

AQUA 1995 წელს დაარსდა. მსოფლიო მასშტაბით მათ 33 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული, ხოლო ისეთმა ჰიტებმა, როგორებიცაა Doctor Jones, Turn Back Time, My Oh My და Cartoon Heroes, ისინი პოპ-კულტურის ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა. ბოლო წლებში ჯგუფი ტრიოს სახით (რენე დიფი, სორენ რასტედი და ლენე ნისტრიომი) გამოდიოდა, მას შემდეგ, რაც 2016 წელს პროექტი მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კლაუს ნორინმა დატოვა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჯგუფი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებსBM.GE
  • ეკლესიის, ისტორიული გმირების "დასაცავად" ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდებაფორმულა
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
ჯგუფი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ