
ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, რეგიონებში სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია გრძელდება
ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, რეგიონებში, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია გრძელდება. ამჯერად გამოკვლევები აჭარაში ტარდება. მრავალპროფილური სკრინინგის პროცესს ხელვაჩაურში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე დაესწრო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შეხვდნენ სოფელ თხილნარის მოსახლეობასაც.
ადგილობრივებს საშუალება ჰქონდათ, უფასოდ გაეკეთებინათ სკრინინგი ინფექციურ დაავადებებზე, ასევე, ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით. პარალელურად, ჩატარდა არაგადამდები დაავადებების პრევენციული გამოკვლევებიც. გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიებები უკვე ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში. კამპანია ეტაპობრივად ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge