
CBS News: ავიამზიდი USS George H.W. Bush, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას შეუერთდეს
ამერიკული ავიამზიდი USS George H.W. Bush, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში გადაისროლონ, რათა მან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას CBS News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც წყაროებმა ტელეარხს განუცხადეს, ავიამზიდი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში იქნება. ცენტრალური სარდლობა ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.
წყაროებმა CBS News-ს განუცხადეს, რომ გემმა მარტის დასაწყისში მსხვილ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის აუცილებელი მომზადება გაიარა.
როგორც CBS News-ი იუწყება, ოთხშაბათს ნორფოლკის სამხედრო ბაზა ავიამზიდის დამრტყმელ ჯგუფში შემავალმა ესკადრულმა ნაღმმზიდმა Ross-მა დატოვა. გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებიან ნაღმოსნები Donald Cook და Mason.
მანამდე ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში ორი ავიამზიდი მონაწილეობდა - Abraham Lincoln-ი და Gerald R. Ford-ი. 12 მარტს Gerald R. Ford-ის ბორტზე ხანძარი მოხდა, რის გამოც ის კუნძულ კრეტაზე მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გადაიყვანეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge