მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებში ხმის უფლებით დაახლოებით 6,5 მილიონი მოქალაქე სარგებლობს.

რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელზე მაღალია.

თუ ეს მონაცემები დადასტურდება, ეს იქნება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შედეგი, რაც კი რომელიმე პარტიას მიუღწევია, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი გიუროვმა, 13 აპრილს ხმების მოსყიდვისა და მანიპულაციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება დააანონსა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს ქვეყანაში რიგით მერვე საპარლამენტო არჩევნებია.

ასევე, სოფიამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევა. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 30 პირი, რომლებიც ხმების მოსყიდვაში არიან ეჭვმიტანილნი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

იმედი

დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

იმედი

ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ

ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ

იმედი

პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა

პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა

იმედი