
ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე 24 საათით ადრე „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტი წევრი გაანადგურეს
იმედი|imedinews.ge
ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ლიბანთან „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე“, ბოლო 24 საათის განმავლობაში, „ჰეზბოლას 150-ზე მეტი ტერორისტი“ გაანადგურეს.
დარტყმები განხორციელდა ლიბანის რამდენიმე რაიონში მდებარე დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საცავებზე. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაური.
უწყება ხაზს უსვამს, რომ კვლავაც გააგრძელებს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხის აღმოფხვრას.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge