მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი მიანიშნებს, რომ ვიზიტის შემთხვევაში ნეთანიაჰუს დააკავებენ
CNN: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი მიანიშნებს, რომ ვიზიტის შემთხვევაში ნეთანიაჰუს დააკავებენ

CNN: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი მიანიშნებს, რომ ვიზიტის შემთხვევაში ნეთანიაჰუს დააკავებენ

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ბუდაპეშტში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრებული იქნება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული მოქმედი ორდერის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„თუ ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია და მის ტერიტორიაზე შედის პირი, რომლის დაკავებაზეც ორდერია გაცემული, მაშინ ეს პირი უნდა იყოს დაკავებული“, - განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს (Reuters-ის თარგმანის მიხედვით).

მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ მან უკვე აცნობა ნეთანიაჰუს თავისი სურვილის შესახებ, მოახდინოს უნგრეთის რეინტეგრაცია Iსისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სისტემაში.

მოქმედ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ნეთანიაჰუს მემარჯვენე მთავრობასთან და უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გზაზე დააყენა.

ნეთანიაჰუსა და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის მიმართ 2024 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულია დაკავების ორდერები ღაზის ომის დროს ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულებისთვის. ორივე მათგანი ბრალდებებს უარყოფს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: რუმინეთის „სოციალ-დემოკრატებმა“ პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის გადაყენების პროცესი დაიწყეს, რამაც ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია

POLITICO: რუმინეთის „სოციალ-დემოკრატებმა“ პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის გადაყენების პროცესი დაიწყეს, რამაც ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია

იმედი

The Wall Street Journal: Apple-მა თავის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ჯონ ტერნუსი დანიშნა

The Wall Street Journal: Apple-მა თავის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ჯონ ტერნუსი დანიშნა

იმედი

პეტერ მადიარი: თუ „დრუჟბა“ სამუშაო მდგომარეობაშია, ზელენსკიმ ის უნდა გახსნას

პეტერ მადიარი: თუ „დრუჟბა“ სამუშაო მდგომარეობაშია, ზელენსკიმ ის უნდა გახსნას

იმედი

POLITICO: ევროკომისრისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რომანტიული ურთიერთობის ირგვლივ კითხვები იბადება

POLITICO: ევროკომისრისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რომანტიული ურთიერთობის ირგვლივ კითხვები იბადება

იმედი