
შიდა ქართლიდან მრევლი კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად თბილისში გამოემგზავრა
იმედი|imedinews.ge
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად, მრევლი თბილილსში შიდა ქართლიდანაც გამოემგზავრა. მოსახლეობამ შეკრება დილიდანვე დაიწყო ადმინისტრაციულ შენობებთან, სადაც თბილისის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იყო ორგანიზებული. შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება 22 მარტსაც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის უფასო ტრანსპორტი დაინიშნა.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge