
ანდრია ჯაღმაიძე: ამ დღეებში ერთმანეთის ჭირისუფლები გავხდით - ქართველებმა ერთმანეთი თითქოს ახლიდან დავინახეთ
ამ დღეებში ერთმანეთის ჭირისუფლები გავხდით. ეს დღეები ძალიან მაგონებს 9 აპრილის შემდგომ პერიოდს, როდესაც სევდა, ტრაგედია და მომავლის იმედი ერთდროულად იყო ჩვენს გულებში. დღესაც ჩვენთვის ასეთი პერიოდია, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
„ქართველებმა ერთმანეთი თითქოს ახლიდან დავინახეთ, ადამიანების თავდადება დავინახეთ. იმედი გვაქვს, რომ ეკლესია, რომელიც პატრიარქმა თავისი ღვაწლით, თავისი შრომით ააღორძინა და შექმნა, არის მყარი, არის ერთიანი და სიყვარულით აერთიანებს ხალხს, ხალხს, რომლის ნაკადი არ წყდება“, - ანდრია ჯაღმაიძემ.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge