მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი დონაძე: სალოტბარო სკოლებიდან 240 ბავშვი ჩამოვიყვანეთ, უკვე აქ არიან და რეპეტიციას გადიან, იგალობებენ ძალიან რთულ საგალობლებს - ხვალ ღვაწლმოსილი ანსამბლები და ახალგაზრდული გუნდები გააცილებენ უწმინდესს
გიორგი დონაძე: სალოტბარო სკოლებიდან 240 ბავშვი ჩამოვიყვანეთ, უკვე აქ არიან და რეპეტიციას გადიან, იგალობებენ ძალიან რთულ საგალობლებს - ხვალ ღვაწლმოსილი ანსამბლები და ახალგაზრდული გუნდები გააცილებენ უწმინდესს

იმედი|imedinews.ge

240 ბავშვი ჩამოვიყვანეთ, უკვე აქ არიან და რეპეტიციას გადიან. ხვალ ისინი გააცილებენ მის უწმინდესობას, - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ „იმედის“ ეთერში სალოტბარო სკოლების მოსწავლეების შესახებ.

მან ასევე დაასახელა სხვა ანსამბლები და გუნდები, რომლებიც ხვალინდელ ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.

„მადლიერების ნიშნად 240 ბავშვი ჩამოვიყვანეთ, უკვე აქ არიან და რეპეტიციას გადიან. ხვალ ისინი გააცილებენ მის უწმინდესობას, იგალობებენ ძალიან რთულ საგალობლებს. მათთან ერთად იგალობებენ ანსამბლები „ერისიონი“, „რუსთავი“, „ბასიანი“, „შვიდკაცა“, „მართვე“, გორის ქალთა გუნდი, თბილისის კამერული ქალთა გუნდი, ფოლკლორის ცენტრის ახალგაზრდული გუნდი, პატრიარქის ნათლულები, „მძლევარი“ - ღვაწლმოსილი ანსამბლები და ახალგაზრდული გუნდები გააცილებენ უწმინდესს“, - განაცხადა გიორგი დონაძემ.

მან ასევე გაიხსენა, როგორ დაიწყო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მუშაობა, რა დაავალა მას პატრიარქმა და როგორ მიმდინარეობს სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესი.

„როცა ჩემს გუნდთან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში დავიწყე მუშაობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უწმინდესთან მივედი, რომ კურთხევა მოეცა და დაველოცე. პირველი, რაც მითხრა, იყო, „იცოდე, შენ მთელ საქართველოში უნდა გაავრცელო ქართული გალობაო“. მას შემდეგ დავიწყეთ ყოველდღიური შრომა რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროს, საქართველოს მთავრობის, ეკლესიის მხარდაჭერით.

ძალიან რთული პერიოდები გავიარეთ, 47 სკოლა გვაქვს გახსნილი, კიდევ ვაგრძელებთ ამ პროცესს. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით 2000 ბავშვი სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერას სრულიად უსასყიდლოდ, პატრიარქის კურთხევით, მისი მფარველობის ქვეშ“, - აღნიშნა ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზურაბ წკრიალაშვილი: პატრიარქის ხელმძღვანელობით მოხდა ქართული გალობის დაბრუნება ტაძარში. დღეს ხალხთან ერთად არის უპრეცედენტო მობილიზება მგალობლებისაც სამების ტაძარში, ეს დღეები 24 საათის განმავლობაში გალობა არ გაჩერებულა

სუბარი: არიან დიდი ადამიანები, რომელთა დაფასება ხდება გარდაცვალების შემდეგ და ზოგჯერ, გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგაც. უწმინდესობა იყო ამ მხრივ გამონაკლისი იმიტომ, რომ სიცოცხლეშივე ის ხალხს უყვარდა, მისი სიტყვა იყო ავტორიტეტი

ალიბეგაშვილი: კითხვა გამიჩნდა - ამდენი ხალხის ასე მშვიდად, თვალში ცრემლით, შეუწყვეტელ ნაკადად სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლა შინაურსა თუ გარეულს არ დააფიქრებს, რა ხალხთან და საზოგადოებასთან აქვს ურთიერთობა?!

ალუდა ღუდუშაური: საქართველოს პატრიარქმა არამარტო ქრისტიანული, არამარტო მართლმადიდებლური სწავლება დაგვიტოვა, არამედ დაგვიტოვა საერო სწავლებაც, რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორიც არის საქართველო