მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კაკაბაძე: მსოფლიოს ვაჩვენეთ, როგორ პატივს ვცემთ ისეთ სულიერ მოძღვარს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს - ეს იყო ლახვარი იმ ძალებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საქართველოს დაპყრობა შესაძლებელია საკუთარი აგენტურის საშუალებით
კაკაბაძე: მსოფლიოს ვაჩვენეთ, როგორ პატივს ვცემთ ისეთ სულიერ მოძღვარს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს - ეს იყო ლახვარი იმ ძალებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საქართველოს დაპყრობა შესაძლებელია საკუთარი აგენტურის საშუალებით

იმედი|imedinews.ge

სწორედ ამ დღეებში გამოჩნდა, სად დგას ქართველი ხალხი და რას წარმოადგენს ქართველი ხალხი. აქ ვერ იმოქმედებს ცრუ დასავლეთი თავისი ცრუ ღირებულებებით, რადგან ჩვენ გენეტიკურად ვდგავართ იმ გზაზე, რასაც მართლმადიდებლობა და ქრისტეს სიყვარული ჰქვია, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“.

მან აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა აჩვენა მსოფლიოს, როგორ პატივს სცემს ისეთ სულიერ მოძღვარს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს და ქართველ ერს.

„ამ დღეებმა მსოფლიოს დაანახა, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ის ერი, რომელიც თავის მრწამსსა და ღირებულებებს არ ღალატობს და ვდგავართ იქ, სადაც უნდა იდგეს ქრისტეს კვართის მცველი ერი.

მიუხედავად იმ უზარმაზარი ტკივილისა, რომელიც პატრიარქმა მთელ ქვეყანას მიაყენა, ამ ტკივილთან ერთად იყო განცდა კმაყოფილების და განცდა, რომ ჩვენ წარვდექით მსოფლიოს წინაშე ისე, როგორც ეს ჩვენს წინაპრებს ეკადრებოდათ.

ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, როგორ პატივს ვცემთ ისეთ სულიერ მოძღვარს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს და ქართველ ერს. ეს იყო ჩვენი განაცხადი მსოფლიოს წინაშე და ეს იყო სერიოზული ლახვარი იმ ძალებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ყიდვა ან დაპყრობა შესაძლებელია საკუთარი აგენტურისა თუ ფინანსების საშუალებით“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

მან ახალი პატრიარქის არჩევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინოდში ის არჩევანი გაიმარჯვებს, რაც პატრიარქმა დაიბარა.

„ყველა მორწმუნე ადამიანისთვის, მით უმეტეს სინოდის წევრებისთვის, პატრიარქის სიტყვა არის ის, რასაც ჩვენ ვენდობით და გვჯერა, რომ პატრიარქი ჩვენს შორის იყო ყველაზე უფრო შეუმცდარი. პატრიარქის არჩევანი არის გაცხადებული. ღრმად მწამს, რომ სინოდში ეს არჩევანი გაიმარჯვებს, რაც პატრიარქმა დაიბარა. აქედან გამომდინარე, რომ გითხრათ დიდად სანერვიულოა ეს თემა, არ მგონია“, - განაცხადა კაკაბაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: თითოეული საკითხი, რაზეც არჩილ გამზარდიამ ისაუბრა იყო ან სიცრუე, ან დემაგოგია ან დეზინფორმაციის გავრცელება

არჩილ გორდულაძე: თითოეული საკითხი, რაზეც არჩილ გამზარდიამ ისაუბრა იყო ან სიცრუე, ან დემაგოგია ან დეზინფორმაციის გავრცელება

იმედი

რატი იონათამიშვილი: მე რომ ხვალ დანაშაული ჩავიდინო, ზეგ გამოვიდე და ვიძახო, ვარ ეტლით მოსარგებლე, ამიტომ არ უნდა დავისაჯო, თავის მართლებისას უფრო მეტად ამორალური, უსამართლო ვიქნები, ვიდრე დანაშაულის ჩადენისას

არჩილ გორდულაძე: კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ქართველ ერს და ქართველ ხალხს თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ქართველი ხალხის, ერის ჩამოყალიბებაში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანის, პატრიარქის გარდაცვალებას

რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, რომ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი, ვინაიდან სახელმწიფო იწყება ოჯახისგან

რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, რომ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი, ვინაიდან სახელმწიფო იწყება ოჯახისგან

იმედი