
შალვა გოგოლაძე შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
იმედი|imedinews.ge
სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში შერეული ორთაბრძოლების განვითარების პერსპექტივებზე. ასევე განიხილეს შემოდგომაზე გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.
პლანეტის პირველობას ჩვენმა ქვეყანამ პირველად გასულ წელს უმასპინძლა და ორგანიზატორებისგან უმაღლესი შეფასებები მიიღო.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge