
ჩაკვეტაძე: ღიად ამბობდნენ, რომ თითქოს საქართველოში არსებობს რაღაც შავი ხვრელი, რომელიც უნდა მოძებნონ იმისთვის, რათა დააფინანსონ სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფი. აღმოჩნდა, თვითონ აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან
„ღიად ამბობდნენ, რომ თითქოს საქართველოში არსებობს რაღაც შავი ხვრელი, რომელიც უნდა მოძებნონ იმისთვის, რათა დააფინანსონ სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფი. აღმოჩნდა, რომ თვითონ აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან“, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
საუბარია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ევროპიდან რუსეთში სამხედრო წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა. ირკვევა, რომ ირლანდიის უმსხვილესი საწარმო ალუმინის ნედლეულის მიწოდების იმ ჯაჭვში შედის, რომელიც, საბოლოოდ, რუსულ სამხედრო წარმოებას კვებავს.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, საუბარია 400 მილიონ ამერიკულ დოლარზე, რომელიც გადაუხადეს რუსეთის ფედერაციას იმისთვის, რათა მომხდარიყო აღნიშნული ნედლეულის ექსპორტი.
„ღიად ამბობდნენ, რომ თითქოს საქართველოში არსებობს რაღაც შავი ხვრელი, რომელიც უნდა მოძებნონ იმისთვის, რათა დააფინანსონ სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფი. აღმოჩნდა, რომ თვითონ აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან. მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან ნედლეულთან დაკავშირებით, რომელიც გამოიყენება ალუმინის წარმოებისთვის. აქ საუბარია 400 მილიონ ამერიკულ დოლარზე, რომელიც გადაუხადეს რუსეთის ფედერაციას იმისთვის, რათა მომხდარიყო აღნიშნული ნედლეულის ექსპორტი“, - განაცხადა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge