
ლევან მახაშვილი ხოშტარიას მხარდამჭერ განცხადებებზე: ეს არის ერთი მხრივ პასუხისმგებლობისგან განრიდება და მეორე მხრივ დანაშაულის წახალისება სხვებისთვის
მმართველი გუნდი საელჩოების მიერ ელენე ხოშტარიას მხარდამჭერ განცხადებებს ეხმიანება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ასეთი განცხადებები ორ რამეს ემსახურება.
„ეს არის ერთი მხრივ ჩარევა მართლმსაჯულებაში უცხოელების მხრიდან, რომ მაქსიმალურად განარიდონ ეს პირი პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ ეს არის ნიშანი და გზავნილი სხვებისთვის, რომ წაახალისონ - მიდით, თქვენც იგივე გააკეთეთ, მაქსიმალურად გვერდში დაგიდგებით, დაგეხმარებით, სხვანაირ შეფასებებს გავაკეთებთ, თვალს დავხუჭავთ რეალურ დანაშაულზე. აი, ეს არის - ერთი მხრივ პასუხისმგებლობისგან განრიდება და მეორე მხრივ დანაშაულის წახალისება სხვებისთვის“, - მიიჩნევს მახაშვილი.
შვედეთისა და ნორვეგიის ელჩები „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან.
იმედი
წყარო: imedinews.ge