მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გეკა გელაძემ კორეის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
გეკა გელაძემ კორეის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

გეკა გელაძემ კორეის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მაღალი დონის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.

გეკა გელაძემ კორეის რესპუბლიკის ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება ასევე გამახვილდა სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, წინასააღდგომოდ მოსახლეობისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის გადაცემა მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, წინასააღდგომოდ მოსახლეობისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის გადაცემა მიმდინარეობს

იმედი

ლევან მაჭავარიანი: არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები

ლევან მაჭავარიანი: არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები

იმედი

შეიარაღებული თავდასხმა სტამბოლში ისრაელის საკონსულოზე. დაღუპულია ორი თავდამსხმელი

შეიარაღებული თავდასხმა სტამბოლში ისრაელის საკონსულოზე. დაღუპულია ორი თავდამსხმელი

იმედი

გიორგი ვოლსკი: რამდენჯერაც მოხდა ნებისმიერი საკითხის განხილვა სტრასბურგის სასამართლოს დონეზე, იმდენჯერ დადასტურდა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს მართლმსაჯულება იღებს, არის სწორი

გიორგი ვოლსკი: რამდენჯერაც მოხდა ნებისმიერი საკითხის განხილვა სტრასბურგის სასამართლოს დონეზე, იმდენჯერ დადასტურდა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს მართლმსაჯულება იღებს, არის სწორი

იმედი