
ნუკრი შოშიაშვილი გერმანიის ელჩის 9 აპრილის მემორიალთან მისვლაზე: იმაზე იყო ცოტა გაღიზიანება, რომ პოლიტიკურ მხარედ გვევლინება და არა სხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილ დესპანად, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს ისტორიას და სიმბოლოებს
კონტექსტზე, სადაც [ელჩი] პოლიტიკურ მხარედ გვევლინება და არა სხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილ დესპანად, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს ისტორიას და სიმბოლოებს, ამაზე იყო ცოტა გაღიზიანება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა დღეს 9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩის მისვლაზე საუბრისას.
„გერმანიის საელჩო და დასავლეთის რიგი საელჩოები აქტიურად მონაწილეობდნენ და მხარს უჭერდნენ საპროტესტო აქციებს. არსებობს გარე დაკვეთა, რომ არ შეწყდეს დაპირისპირებები. ელჩის მისვლაც [9 აპრილის მემორიალთან], პრობლემა არ არის, პირიქით, დადებითი მომენტია. უბრალოდ კონტექსტზე, სადაც [ელჩი] პოლიტიკურ მხარედ გვევლინება და არა სხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილ დესპანად, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს ისტორიას და სიმბოლოებს, ამაზე იყო ცოტა გაღიზიანება“, - აღნიშნა ისტორიკოსმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.
რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - ამ კითხვით „ქრონიკამ“ საქართველოში გერმანიის საელჩოს წერილობით, ოფიციალურად მიმართა და პასუხს ამ დრომდე ელოდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge