ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, მისივე საგალობელით - „წმინდაო ღმერთო“ გაიხსნა

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, მისივე საგალობელით - „წმინდაო ღმერთო“ გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა. ჩემპიონატი, პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, მისივე საგალობელით - „წმინდაო ღმერთო“ გაიხსნა.

დააჯილდოვეს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები, მათ შორის ქართული ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ევროპის ძალოსნობის ფედერაციის უმაღლესი ჯილდო, ოქროს ვარსკვლავი გადაეცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს გიორგი ასანიძეს.

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი 19 აპრილს დაიწყო და უკვე გვყავს მედალოსნები. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. ტურნირში 45 ქვეყნიდან 350 ძალოსანი ასპარეზობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია