მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძემ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა
რევაზ სოხაძემ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა

რევაზ სოხაძემ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, კახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მონიტორინგის ფარგლებში ადგილზე დაათვალიერა.

„დღეს კახეთში მოვინახულეთ იმ პროექტების ნაწილი, რომლებსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო ორგანიზაციები ახორციელებენ. დავათვალიერეთ როგორც საგზაო, ისე საგანმანათლებლო მიმართულების მიმდინარე ობიექტები. ბოლო დღეებში რეგიონში აქტუალური იყო სტიქიური მოვლენები, რის გამოც რამდენიმე ლოკაციაზე ვიმყოფებოდით მათი შედეგების შეფასებისა და შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განვსაზღვრეთ ღონისძიებები, რომლებიც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა მომავალში მსგავსი მოვლენების პრევენცია მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს. ასევე, დამატებით განვსაზღვრეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსახორციელებელი სამუშაოები“, - განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძე საგარეჯოში 75 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი ბავშვები ისარგებლებენ უსაფრთხო, თანამედროვე და სრულად აღჭურვილი სასწავლო-სააღმზრდელო გარემოთი.

მინისტრმა ასევე დაათვალიერა საგარეჯო - ბადიაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროცესი. 17-კილომეტრიანი მონაკვეთი აქტიურ სამშენებლო ფაზაშია- მიმდინარეობს მიწის ვაკისისა და საგზაო სამოსის მოწყობა, პარალელურად ინტენსიურად შენდება ხიდები და გზაგამტარები. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზის, ოთხი ხიდის, რვა გზაგამტარისა და ბადიაურთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობას. პროექტის დასრულების შემდეგ მგზავრობის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო გზის გამტარუნარიანობა დაახლოებით სამჯერ გაიზრდება.

ლაგოდეხში მინისტრმა დაათვალიერა მდინარე ლაგოდეხის ხევზე არსებული დაზიანებული ნაპირდამცავი გაბიონი. მიღებული გადაწყვეტილებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნაპირსამაგრ სამუშაოებს მიმდინარე წელსვე დაიწყებს.

სამუშაო მონიტორინგის ფარგლებში რევაზ სოხაძემ ასევე მოინახულა ლაგოდეხში, ჯანელიძის ქუჩაზე მდებარე ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციური სპორტული და დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სპორტული სივრცის შექმნას, რომელიც ადაპტირებული იქნება სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის და მოიცავს მრავალფუნქციურ სივრცეებს. კომპლექსი ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ დასვენებას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰეგსეტი აცხადებს, რომ ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის

ჰეგსეტი აცხადებს, რომ ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის

იმედი

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას

იმედი

გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

იმედი

გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი

გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი

იმედი