მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა
აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

იმედი|imedinews.ge

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაცული ტერიტორიების მიმართულებით 12 გიდი გადაამზადა. ინფორმაციას ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას გიდებმა შეისწავლეს ქობულეთის დაცული ტერიტორიების, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნული პარკების ბუნებრივი რესურსები, ტურისტული პროდუქტები, ბილიკები, სერვისები და ინფრასტრუქტურა.

გარდა თეორიული სწავლებისა ტრენინგის მონაწილეებს ჩაუტარდათ პრაქტიკული, საველე გასვლები დაცულ ტერიტორიებზე, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებში, სადაც ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული შესაძლებლობების ადგილზე გაცნობის საშუალება ჰქონდათ. თეორიულ-პრაქტიკული კურსის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია საქართველოს დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, გიდის/რეინჯერის როლის, უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, ტურის დაგეგმვის, დროის მართვის, გარემოსდაცვითი ეთიკისა და ვიზიტორთა მართვის შესახებ. ტრენინგის მიზანი აჭარის დაცული ტერიტორიებისთვის მოლაშქრე გიდების მომზადება და მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგ-კურსის მონაწილე გიდებს შემაჯამებელ ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საგაზაფხულო ტრენინგები ასევე ჩაუტარდათ ბარმენებს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, მზარეულებს, მიმტანებს და დამწყებ გიდებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული ტრენინგები მზარეულებისთვის, რომლის ფარგლებშიც აჭარის მუნუციპალიტეტებში 90-მდე მზარეული გადამზადდა. დიდი ინტერესი გამოიწვია დამწყები გიდების გადამზადების სამთვიანმა ტრენინგ-კურსმაც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Euronews: ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ რუსეთის სავარაუდო აგრესიის შესაკავებლად ევროპას 100 000-მდე სამხედროს სწრაფი მობილიზებისა და განლაგების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს - ექსპერტები, თავის მხრივ, აღნიშნული ამოცანის შესრულების გზაზე არსებულ გამოწვევებზე მიუთითებენ

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას

იმედი

ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

იმედი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს