მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს
ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

იმედი|imedinews.ge

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მმართველობაში არსებული მარნეულის ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების, არსებული საჭიროებებისა და სამომავლო განვითარების საკითხებზე ლაბორატორიის დირექტორმა ლევან ჯღარკავამ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე, არსებული ინფრასტრუქტურისა და სამუშაო პროცესების განვითარებაზე. ლევან ჯღარკავამ მარნეულის ლაბორატორიის ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან ერთად დეტალურად განიხილა არსებული საჭიროებები და ის მიმართულებები, რომლებიც ლაბორატორიის შესაძლებლობების გაფართოებასა და მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება ხელს შეუწყობს ფერმერებისთვის, მეწარმეებისა და სხვა მომხმარებლებისთვის ხარისხიანი, დროული და ხელმისაწვდომი ლაბორატორიული მომსახურების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს მასშტაბით 13 ლაბორატორიას აერთიანებს და მომხმარებლებს 500-მდე სახის კვლევას სთავაზობს. ლაბორატორიაში მუდმივად ინერგება კვლევის თანამედროვე მეთოდები, ფართოვდება კვლევითი შესაძლებლობები და უმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Euronews: ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ რუსეთის სავარაუდო აგრესიის შესაკავებლად ევროპას 100 000-მდე სამხედროს სწრაფი მობილიზებისა და განლაგების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს - ექსპერტები, თავის მხრივ, აღნიშნული ამოცანის შესრულების გზაზე არსებულ გამოწვევებზე მიუთითებენ

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას

იმედი

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

იმედი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს