მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს

იმედი|imedinews.ge

რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს. ამის შესახებ რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა „კონსტრუქციული დიალოგის“ მზაობა აჩვენა. „ამ ეტაპზე საკვანძოა, რამდენად შესწევს უნარი ვაშინგტონს, გავლენა მოახდინოს კიევის რეჟიმსა და მის ევროპელ პარტნიორებზე, რომლებიც კვლავინდებურად რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე ოცნებობენ“, - განაცხადა რიაბკოვმა.

ირანში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებაზე მიმართული მოლაპარაკებები პრაქტიკულად შეჩერებულია.

კრემლის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის მორიგი ვიზიტი მოსკოვში, რომლებიც ადრე რუსულ მხარესთან დიალოგს უძღვებოდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გასულ თვეს მანილაში სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი ომის დასრულების ხელშეწყობის ერთგული რჩება. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ საკითხის სწრაფი გადაჭრა მოსალოდნელი არ არის და აშშ „ურთიერთმისაღები პოზიციის“ გამოკვეთას ცდილობს.

რიაბკოვის თქმით, მოსკოვი მზადაა რუბიოს ახალ ინიციატივებს მოუსმინოს და ვაშინგტონთან დიალოგი გააგრძელოს: „რუსეთის ფედერაცია მზად არის განიხილოს ნებისმიერი გონივრული წინადადება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დასახულ მიზნებს შეესაბამება და ადგილზე არსებულ რეალობას ითვალისწინებს“.

თითქმის ოთხნახევარწლიანი ომის შედეგად, რუსეთს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი აქვს ოკუპირებული. მოსკოვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის ღიაა, თუმცა პირობად სწორედ „ადგილზე შექმნილი ახალი რეალობის“ აღიარებას აყენებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 236 სტატია.

  • უკრაინამ "მაშა და დათვის" შემქმნელებს, ასევე სხვა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესაBM.GE
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 103 მებრძოლი დაიბრუნაფორმულა
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
უკრაინის →მინისტრის →

მსგავსი სტატიები

Euronews: ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ რუსეთის სავარაუდო აგრესიის შესაკავებლად ევროპას 100 000-მდე სამხედროს სწრაფი მობილიზებისა და განლაგების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს - ექსპერტები, თავის მხრივ, აღნიშნული ამოცანის შესრულების გზაზე არსებულ გამოწვევებზე მიუთითებენ

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას

იმედი

ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

იმედი

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

იმედი