მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გოგებაშვილის ქუჩაზე დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გოგებაშვილის ქუჩაზე დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გოგებაშვილის ქუჩაზე დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და ქუჩის ორივე მხარეს სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პროექტის მიმდინარეობას გაეცნო და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების მონაკვეთი ბათუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიაა, რომლის განახლება გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.

„სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო არტერიაზე - გოგებაშვილის ქუჩაზე. დღეს უკვე აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობა. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებაც ქალაქის სტუმრებსა და ბათუმელებს საშუალებას მისცემს თავისუფლად გადაადგილდნენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ბათუმში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს ძველი, ამორტიზებული ქვაფენილის ახალი ასფალტის საფარით ჩანაცვლება. სამუშაოები ხორციელდება აეროპორტის მიმართულებით, ასევე, დღეს აღდგა მოძრაობა ბარცხანის ხიდზე. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი და საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება რეგიონში“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის განხორციელებით სრულდება რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯამში 22 მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულა.

გოგებაშვილის ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩის მსგავსად, არსებული ქვაფენილის ნაცვლად დაიგო ასფალტის საფარის სამი ფენა, განახლდა მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებისა და ბორდიურების ნაწილს, ხოლო დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

პარალელურად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ გრძელდება ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლების პროექტი. მიმდინარე წელს, სამუშაოები უკვე 9 ქუჩასა და მონაკვეთზე განხორციელდა. ამჟამად რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხინიკაძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე, ხოლო უახლოეს პერიოდში კიდევ 7 ქუჩისა და მონაკვეთის განახლებაა დაგეგმილი.

ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოების ხარისხს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ