მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის პროვინციის გუბერნატორს ეროლ აილდიზს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის პროვინციის გუბერნატორს ეროლ აილდიზს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის პროვინციის გუბერნატორს ეროლ აილდიზს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთში საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად, ბურსის პროვინციის გუბერნატორს, ეროლ აილდიზს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და იმსჯელეს რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

„თურქეთი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. ორმხრივი ურთიერთობები მაღალ ნიშნულზეა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბურსაში ცხოვრობენ ჩვენებურები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები. იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ ტურისტულ პოტენციალზე, ქალაქების დამეგობრებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ჩვენს რეგიონებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგშია“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამმხრივი - საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ფორმატის გაძლიერებაც, რაც რეგიონული პარტნიორობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

ზურაბ პატარაძემ თურქეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და აღნიშნა, რომ აჭარა მზად არის გააგრძელოს ინტენსიური თანამშრომლობა, მეგობრობა და პარტნიორობა ბურსის რეგიონთან.

შეხვედრას საქართველოს ელჩი თურქეთში არჩილ კალანდია, გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჭყონია ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი