
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი: შვიდ პარამეტრზე ჩატარდა როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ-ქიმიური კვლევები - შავი ზღვის წყლის ხარისხის ყველა პარამეტრი ნორმას შეესაბამება
იმედი|imedinews.ge
ზაფხულის ცხელ დღეებში შავი ზღვის წყლის ხარისხი განსაკუთრებულად მოწმდება.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ზღვის წყლის ხარისხი სანაპირო ზოლის შერჩეულ შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმების ფარგლებშია.
„სეზონურად, ყოველთვიურად სულ მცირე, 3 კვლევა ტარდება. ახლა ვიყავით სამ სხვადასხვა ადგილას, სადაც 7 პარამეტრზე ჩატარდა როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ-ქიმიური კვლევები. წყლის ხარისხის ყველა პარამეტრი ნორმას შეესაბამება“, - აღნიშნა დენის სალუქვაძემ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge