მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ვიცე-პრეზიდენტი - დავით ბაციკაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, რუმინეთში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ფორუმს დაესწრნენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ვიცე-პრეზიდენტი - დავით ბაციკაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, რუმინეთში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ფორუმს დაესწრნენ

იმედი|imedinews.ge

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ვიცე-პრეზიდენტი - დავით ბაციკაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, რუმინეთში, ქალაქ ტიმიშოარაში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ფორუმს დაესწრნენ.

ევროპის რეგიონთა ასამბლეის წარმომადგენლობითი შეხვედრები მრავალფეროვან და აქტუალურ თემებს დაეთმო. ამასთან, მთავარი აქცენტი მედიის როლზე, დემოკრატიულ მდგრადობასა და გლობალური გამოწვევების წინაშე რეგიონების გაძლიერებაზე გაკეთდა.

ფორუმზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, საზოგადოებრივი სივრცის დეპოლარიზაცია და კრიზისულ პერიოდში მედიის პასუხისმგებლობა წარმოადგენდა. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ადგილობრივ დონეზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინტერკულტურული გზები და მედიანარატივების მონიტორინგისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე ხელსაწყოების

გამოყენების შესაძლებლობები. კრიზისების მართვისა და მდგრადობის თემას დაუკავშირდა მიგრაციის, სოციალური ინტეგრაციისა და რეგიონთა ერთიანობის გაძლიერების საკითხებიც.

დავით ბაციკაძის განცხადებით, სესიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონების როლის გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე და ორგანიზაციულ- სტრუქტურულ ცვლილებებს. ხაზი გაესვა ევროპის რეგიონების ჩართულობას გლობალური დღის წესრიგის ფორმირებაში.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ და რეგიონულ განვითარებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მონაწილეებმა იმსჯელეს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვით სოფლად არსებულ

ტრადიციულ დარგებში, გრძელვადიანი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო დარგების მხარდაჭერა და ინოვაციური განვითარება პირდაპირ აისახება ევროპის რეგიონების მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და ადგილობრივი მოსახლეობის გრძელვადიან კეთილდღეობაზე.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →ევროპის →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი