მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Gallup-ის გამოკითხვა: აშშ-ში ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა შემცირდა
Gallup-ის გამოკითხვა: აშშ-ში ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა შემცირდა

Gallup-ის გამოკითხვა: აშშ-ში ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა შემცირდა

იმედი|imedinews.ge

ორგანიზაცია Gallup-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ბოლო წლებში ამერიკელთა მხარდაჭერა ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიღება და მხარდაჭერა აშშ-ში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა. დღეს აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 65% მიიჩნევს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი უნდა იყოს. ეს მაჩვენებელი ნაკლებია 2022 და 2023 წლებში დაფიქსირებულ რეკორდულ 71%-თან შედარებით.

როგორც მედია იუწყება, ეს ტენდენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, შესაძლოა, მიუთითებდეს გარდამტეხ მომენტზე თანამედროვე ამერიკის ისტორიაში საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცვლილების პროცესში. 2015 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა, ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ საზოგადოების მხარდაჭერა სტაბილური იყო ან კიდევ უფრო იზრდებოდა.

თუმცა, უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ეს ხანგრძლივი აღმავალი ტენდენცია შეჩერდა და საზოგადოებრივი აზრი, შესაძლოა, სტაგნაციის, ან თუნდაც უკუსვლის ეტაპზე გადავიდეს.

Gallup-ის „ღირებულებებისა და შეხედულებების“ უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც „ღირსების თვის“ მესამე დღეს გამოქვეყნდა, ამერიკელთა 65% მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, მაშინ, როცა 2022 და 2023 წლებში ეს მაჩვენებელი 71% იყო. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ გეებისა და ლესბოსელების ურთიერთობები „მორალურად მისაღებია“, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ მხარდაჭერა შემცირდა ყველა პოლიტიკური შეხედულების მქონე ჯგუფში, თუმცა შემცირების მასშტაბი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.

კომპანია Three Day Rule-ის აღმასრულებელი დირექტორი ადამ კოენ-ასლატეი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება უფრო მეტად აშშ-ში არსებული პოლიტიკური გარემოს ცვლილებით არის განპირობებული, ვიდრე ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერის რეალური შემცირებით.

„ის, რაც ერთი შეხედვით მხარდაჭერის კლებად ჩანს, შესაძლოა, რეალურად ასახავდეს იმას, თუ როგორ და რა ფორმით გამოხატავენ ადამიანები საკუთარ შეხედულებებს საჯაროდ. ბევრ ადამიანს კვლავაც იგივე ღირებულებები და რწმენა აქვს, თუმცა ისინი უფრო ფრთხილად არჩევენ, როდის, სად და როგორ გააჟღერონ ეს შეხედულებები. საზოგადოებაში გამოხატული განწყობები და პირადი დამოკიდებულებები ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოება პოლარიზებულია ან არსებობს ძლიერი სოციალური ზეწოლა“, - აღნიშნა მან.

გამოკითხვა 2026 წლის 1-17 მაისს ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის 1001 ზრდასრულმა მოქალაქემ, ხოლო ცდომილების ზღვარი 4%-ს შეადგენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებაBM.GE
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება