მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამერიკული გამოცემა The Atlantic: სულ რაღაც რამდენიმე დღეში გაქრა ის ოპტიმიზმი, რომელიც უკრაინის პერსპექტივების გარშემო თვეების განმავლობაში იქმნებოდა
ამერიკული გამოცემა The Atlantic: სულ რაღაც რამდენიმე დღეში გაქრა ის ოპტიმიზმი, რომელიც უკრაინის პერსპექტივების გარშემო თვეების განმავლობაში იქმნებოდა

ამერიკული გამოცემა The Atlantic: სულ რაღაც რამდენიმე დღეში გაქრა ის ოპტიმიზმი, რომელიც უკრაინის პერსპექტივების გარშემო თვეების განმავლობაში იქმნებოდა

იმედი|imedinews.ge

ამ ზაფხულის დასაწყისში უკრაინამ, როგორც იქნა, ხელში ჩაიგდო ინიციატივა ამ სასტიკ, ოთხწლიან ომში - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საკმარისად ჰქონდა გამარჯვებები და ტექნოლოგიური მიღწევები დასავლელი მხარდამჭერებისთვის წარსადგენად, როდესაც ამტკიცებდა, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, - წერს ამერიკული გამოცემა The Atlantic-ი სტატიაში სათაურით „უკრაინის ხანმოკლე აღმავლობა“.

„მისი დაპირისპირება დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში გასულ წელს ჩრდილში მოექცა უფრო ახალი შეხვედრების ფონზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი თითქოს მზადყოფნას გამოთქვამდა, უკრაინას გამარჯვებაში დახმარებოდა. გასულ თვეს თურქეთში ზელენსკისთან დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეკმაყოფილებინა კიევის კრიტიკული საჭიროება საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით და ლიდერებს შორის არსებული პერსპექტიული განწყობის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა: „იმ ოთახში დიდი სიყვარული და დიდი ერთიანობა სუფევდა“, - ნათქვამია სტატიაში.

ვაშინგტონში ზელენსკის ასევე ჰყავდა ელჩი, რომელსაც გავლენიანი კავშირები ჰქონდა. ოლგა სტეფანიშინა, ყოფილი ვიცე-პრემიერი, ოფიციალურ პირებსა და კანონმდებლებს უწყვეტად აწვდიდა ინფორმაციას უკრაინის საბრძოლო წარმატებების შესახებ.

წლის დასაწყისიდან მოპოვებული ეს დინამიკა სულ რაღაც რამდენიმე დღეში ჩაქრა. გასულ კვირას ზელენსკისთან შეხვედრაზე, ტრამპმა უარი თქვა დამატებითი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე, რომლებიც კიევს რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად ჰაერივით სჭირდება. მან უკან წაიღო დაპირებაც, რომლის მიხედვითაც უკრაინულ კომპანიებს ამ სისტემების ადგილზე წარმოების უფლება უნდა მიეღოთ.

მომიტინგეები უკვე კვირებია კიევში იკრიბებიან და ზელენსკისგან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. პროცესებში მისი ხელახლა ჩართვა შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს ზელენსკის იმ გეგმისთვის, რომლითაც უკრაინამ ზამთარი უნდა გადააგოროს.

როგორც გასულ კვირას გამოცემა The Atlantic-ი პირველად იუწყებოდა, ზელენსკიმ შეხვედრისას ტრამპს სთხოვა, ილონ მასკთან თავისი გავლენა გამოეყენებინა - მასკის კომპანია SpaceX-ი ფლობს Starlink-ის თანამგზავრულ სისტემას. ზელენსკის ამ სისტემის გამოყენება იმ სარაკეტო ბატარეების დასამიზნებლად სურს, რომლებითაც რუსეთი კიევსა და სხვა ქალაქებს უმოწყალოდ ბომბავს. ტრამპმა არც ამ წინადადებასთან დაკავშირებით აიღო რაიმე ვალდებულება.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ფედოროვი არაოფიციალური არხებით ცდილობს მასკის დაყოლიებას, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერჯერობით პოზიციას არ თმობს.

მასკი ფედოროვთან დავას კვლავ განაგრძობს იმ საფრთხეებზე, რომელიც ომის შემდგომ ესკალაციას მოჰყვება. „მასკი გამუდმებით იმას იმეორებს, რომ გარიგებაზე წასვლის დროა“, - აღნიშნა ფედოროვის გარემოცვის წევრმა.

„სულ რაღაც რამდენიმე დღეში გაქრა ის ოპტიმიზმი, რომელიც უკრაინის პერსპექტივების გარშემო თვეების განმავლობაში იქმნებოდა. არადა, ამ ზაფხულის დასაწყისში, ზელენსკის წინ დიდი გეგმები ჰქონდა: ამერიკული რაკეტების ახალი პარტია კიევის დასაცავად, ამავე რაკეტების ადგილზე წარმოების უფლება და, ფედოროვისა და მასკის მოლაპარაკებების წყალობით, რუსეთის სიღრმეში დარტყმების მიყენების პოტენციური შესაძლებლობა. უკრაინული ინოვაციებისა და ფრონტზე მოპოვებული უპირატესობის გამო, მას ტრამპის მხრიდან დიდი პატივისცემა ერგო, ხოლო ავტორიტეტული ახალგაზრდა ელჩის დამსახურებით, ვაშინგტონთან ურთიერთობებიც საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, ტრამპმა ინტერესი დაკარგა და Patriot-ის რაკეტებთან დაკავშირებულ ადრინდელ დაპირებებს აჭიანურებს. მასკთან მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ სრულდება. ზელენსკის მიერ პოპულარული თავდაცვის მინისტრის გათავისუფლებას ქვეყნის შიგნით პროტესტი მოჰყვა. უკრაინას კი აღარ ჰყავს ელჩი, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელებას ლობირებას გაუწევდა, რადგან კორუფციის ბრალდებებზე პასუხის გასაცემად სამშობლოში დაბრუნდა. ვითარების ასეთ მკვეთრ ცვლილებას თითქოს ხაზს უსვამს ისიც, რომ რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიშები გააძლიერა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის დასუსტებული რესურსით ისარგებლა“, - აღნიშნულია სტატიაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 254 სტატია.

  • ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰაBM.GE
  • უკრაინის ყოფილ ელჩს აშშ-ში, ოლჰა სტეფანიშინას სასამართლომ გირაო შეუფარდაფორმულა
  • პრემიერი: ჩანს, საქართველოს მოქალაქე "უსამშობლოებს" საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცარუსთავი 2
  • უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბატვ პირველი
უკრაინის →განმავლობაში →

მსგავსი სტატიები

თბილისის მერია: გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების გადაკვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია: გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების გადაკვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

იმედი

არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ადამიანები დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს

არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ადამიანები დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს

იმედი

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

იმედი

აფხაზეთის ომის მონაწილე გია ნიშნიანიძე ბარამიძეს ტყუილში ამხელს: ქუთაისის იზოლატორში გვყავდა მოწინააღმდეგის 23 ტყვე მეომარი, იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში, აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა, ოზგანი და ბესლან კობახია, მოიყვანეს ჩვენი ბიჭები და შედგა გაცვლა - ყველა ყველაზე. რა ბარამიძე, რის ბარამიძე?! იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს

აფხაზეთის ომის მონაწილე გია ნიშნიანიძე ბარამიძეს ტყუილში ამხელს: ქუთაისის იზოლატორში გვყავდა მოწინააღმდეგის 23 ტყვე მეომარი, იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში, აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა, ოზგანი და ბესლან კობახია, მოიყვანეს ჩვენი ბიჭები და შედგა გაცვლა - ყველა ყველაზე. რა ბარამიძე, რის ბარამიძე?! იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს

იმედი