მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხონის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც გამოკვლევების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ექიმებსა და დევნილ ბენეფიციარებს შეხვდა.

„აქციის ფარგლებში, თბილისიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ექიმმა-სპეციალისტებმა ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები და საჭირო გამოკვლევები ჩაუტარეს, ასევე ექიმების დანიშნულების შესაბამისად, მათ ყველა საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სამედიცინო აქციის ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურებით, ჯამში, 200-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

გამოკვლევების პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბაჩანა ბასილაია და გუგა ბახტაძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მსგავს სამედიცინო აქციებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად ახორციელებს და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დაავადებების ადრეული გამოვლენა და მათი პრევენცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 140 სტატია.

  • 2025 წელს ენგურჰესმა აფხაზეთს ₾76.7 მილიონის ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდა | ანგარიშიBM.GE
  • ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაფორმულა
  • აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

ეკა სეფაშვილი საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე არსებულ მაღალ ინტერესზე: ეს არის ნათელი და მტკიცე დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა და, ზოგადად, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად, რაც ნდობას იწვევს, პირველ რიგში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებში

POLITICO: ფრიდრიხ მერცი კვირას რეგიონულ არჩევნებს, შედეგის მიუხედავად, წააგებს

POLITICO: ფრიდრიხ მერცი კვირას რეგიონულ არჩევნებს, შედეგის მიუხედავად, წააგებს

იმედი

კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

იმედი

თორნიკე ჭეიშვილი: უკვე დაუფარავად, სააკაშვილის მონაწილეობით დადასტურდა რასთან გვაქვს საქმე და როგორ მწვავე პოლიტიკურ ალერგიას მართებთ რადიკალებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მოასწავებდეს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების ფონზე ამ ურთიერთობების დარეგულირებას