მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აფხაზეთის მეომართა კავშირი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული
აფხაზეთის მეომართა კავშირი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული

იმედი|imedinews.ge

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული, - აღნიშნულია აფხაზეთის მეომართა კავშირის განცხადებაში.

„აფხაზეთის მეომართა კავშირი კატეგორიულად გმობს იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება - 9 წელი" გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქართველი მეომრები აფხაზ ტყვეებს ხვრეტდნენ, ხოლო რუსულ მხარეს ტყვეების მიმართ „დისციპლინა“ ჰქონდა და მათ მიერ აყვანილ ტყვეებს ცვლიდნენ.

ეს განცხადება პროვოკაციული, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივია, რომელიც პატრიოტ ქართველ მებრძოლებს სამხედრო დამნაშავეებად წარმოაჩენს, ლახავს მათ პატივსა და ღირსებას და ვერაგულად და მიზანმიმართულად ამახინჯებს სინამდვილეს! ასეთი შეფასება ჩვენთვის არამხოლოდ ისტორიულად უსაფუძვლო და მიუღებელია, არამედ განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც აფხაზეთის ომში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს მებრძოლთა კოლექტიური დადანაშაულება მტკიცებულებების გარეშე ვერანაირად ვერ აღიქმება ისტორიულ ფაქტად! მოვუწოდებთ ბარამიძეს, დაასახელოს მისი განცხადების დამადასტურებელი კონკრეტული შემთხვევები და ფაქტები, რაც უკვე შესაბამისი სტრუქტურების მოკვლევის საგნად უნდა იქცეს!

განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში რუსეთის სამხედრო ძალების დისციპლინისა და ტყვეებისადმი „ჰუმანური“ დამოკიდებულების დადებით მაგალითად წარმოჩენა.

ეს არ შეესაბამება იმ ისტორიულ და პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც განვითარდა აფხაზეთის კონფლიქტი და რომლის უმძიმესი შედეგებიც საქართველოსთვის დღემდე დიდ გამოწვევად რჩება.

ისტორიული სიმართლის დადგენა ვერ მოხდება საქართველოს დამცველების კოლექტიური დადანაშაულებით და რუსეთის სამხედრო როლის მორალურად გამართლების გზით. აფხაზეთის ომის ისტორია არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული!

აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბარამიძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • იაგო ხვიჩია: პოდკასტში ნათქვამი სიტყვისთვის ღალატის მუხლით დაჭერა უპრეცედენტოა, ბარამიძე პოლიტპატიმარიანეტგაზეთი
  • "გია ბარამიძე არის პოლიტპატიმარი" - იაგო ხვიჩიატვ პირველი
  • პრემიერი: ბარამიძის განცხადება იყო ამაზრზენი, ამის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, ამას უკავშირდებოდა სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო მაგალითად აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ, ამ კამპანიის ნაწილი იყო ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებარუსთავი 2
  • ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძესფორმულა
ბარამიძის →

მსგავსი სტატიები

დღეს ღვთისმშობლობაა

დღეს ღვთისმშობლობაა

იმედი

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ