მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში ზუგდიდში მასშტაბური კულტურული ღონისძიება გაიმართება
აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში ზუგდიდში მასშტაბური კულტურული ღონისძიება გაიმართება

აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში ზუგდიდში მასშტაბური კულტურული ღონისძიება გაიმართება

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეული“ 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება. კვირეული ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით იწყება, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავს მიზნად. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ღონისძიება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების პლენერით გაიხსნება, სადაც ხელოვანები აფხაზეთის თემატიკით შთაგონებულ ნამუშევრებს შექმნიან. პარალელურად, გაიმართება ფერწერის მასტერკლასები და მოეწყობა ფოტოგამოფენა - „კადრები აფხაზეთიდან“.

დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ასევე, სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეში სტუმრები გაეცნობიან აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალს, ხოლო ღია ცის ქვეშ მოეწყობა ეთნო-სივრცე.

ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური ბანერი, სადაც სტუმრები სიმბოლური „სამშვიდობო გზავნილების“ დატოვებას შეძლებენ.

ბავშვებისათვის, ანიმატორების მონაწილეობით სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები გაიმართება. მოეწყობა ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები, ასევე ბავშვთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ კულინარიულ მასტერკლასებს და გაეცნონ ტრადიციული კერძების მომზადების პროცესს.

დღის ბოლოს გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „შავნაბადა“, ზუგდიდის ხალხური სიმღერის ანსამბლები „ჩელა“ და „ოდოია“, ასევე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა უფროსი თაობა.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • დენის მასშტაბური გათიშვა და უწყებების დუმილი: რატომ არის სუს-ის გამოძიება რისკიანი|ენერგეტიკოსის ანალიზიBM.GE
  • სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდანეტგაზეთი
  • სემეკი: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყოფორმულა
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

იმედი