მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის. არამხოლოდ აღიარებს, რომ ძალადობრივ აქციასა და ქმედებებში მონაწილეობდა, არამედ ინანიებს ამ ყველაფერსაც
არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის. არამხოლოდ აღიარებს, რომ ძალადობრივ აქციასა და ქმედებებში მონაწილეობდა, არამედ ინანიებს ამ ყველაფერსაც

არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის. არამხოლოდ აღიარებს, რომ ძალადობრივ აქციასა და ქმედებებში მონაწილეობდა, არამედ ინანიებს ამ ყველაფერსაც

იმედი|imedinews.ge

იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე.

გორდულაძის თქმით, ეს ადამიანები არამხოლოდ აღიარებენ, რომ ძალადობრივ აქციასა და ქმედებებში მონაწილეობდნენ, არამედ ინანიებენ ამ ყველაფერსაც.

„თქვენ შეგიძლიათ, გადაამოწმოთ რას ამბობდა ზუსტად 4 ოქტომბერს, მაგალითად ქალბატონი მაია სანდუ. ქალბატონმა მაია სანდუმ 4 ოქტომბერს დაასრულა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ამ დროს უცებ გაახსენდა საქართველო. მისი ფიქრები მეორე ტურის დროს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზე იყო მომართული. გამაგრდით ქართველებოო, ზუსტად იმ დროს დაწერა, როდესაც საქართველოში 37 სამართალდამცველზე ძალადობდნენ, ასახიჩრებდნენ, იჭრებოდნენ კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის, თანამდებობის პირის დაწესებულებაში. ცდილობდნენ, რომ ძალაუფლება ხელში ჩაეგდოთ და ეს შემთხვევითი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტის სასახლე იყო მიზნად ამოღებული, ან თუნდაც საკრებულო. საკრებულოს თავისი დანიშნულება შესაძლოა ჰქონოდა. მიხეილ სააკაშვილი და საკრებულოდან გადმოდგომა გვახსოვს ჩვენ და პრეზიდენტის სასახლე, სადაც სალომე ზურაბიშვილი გაფაციცებით ელოდებოდა.

შესაძლებელია სადმე თავისი შტანდარტიც კი ჰქონდა იქ მიტანილი, როდის შეცვივდებოდნენ ის ადამიანები, ვინც აღიარებენ, რომ კი, ჩვენ ორგანიზებულ ძალადობრივ მოქმედებებში ვიყავით ჩართულიო. თუ სწორად მახსოვს, 22-ია ასეთი ადამიანების რაოდენობა.

ამ დროს ქალბატონი სანდუ გვეუბნება, რომ ამ ადამიანების გვერდით არის. გვეუბნება ევროპის სახალხო პარტია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ბოლო დროინდელი დაპატიმრებები და დევნის შემდგომი მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლების შეზღუდვას. პროტესტის უფლების შეზღუდვა ყოფილა თურმე, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის [აღკვეთა]. იმავეს აკეთებს პეტერ ფიშერი. იმავეს აკეთებს დევიდ მაკალისტერი და ა.შ. იმავეს გვეუბნება ქალბატონი მარტა კოსი და კალასი, რომ თურმე ისინი მოგვიწოდებენ ხელისუფლებას, თვითნებურად დაკავებულები გათავისუფლდნენო. ეს არის ფაქტები.

ამავდროულად ფაქტების მეორე მხარეს არის, რომ იმ ადამიანების, რომლებიც იყვნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულები, ნაწილი, თითქმის ნახევარი, პირდაპირ აღიარებს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის. არამხოლოდ აღიარებს, რომ ძალადობრივ აქციასა და ქმედებებში მონაწილეობდა, არამედ ინანიებს ამ ყველაფერსაც. ორი ფაქტი გვაქვს, ახლა მითხარით რომელია სიმართლე თქვენი გადმოსახედიდან“, - მიმართა არჩილ გორდულაძემ ოპონენტს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი