მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიის წარმომადგენლებს: ცრუ პათეტიკური განცხადებები არ გიშველით - ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ, თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს
არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიის წარმომადგენლებს: ცრუ პათეტიკური განცხადებები არ გიშველით - ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ, თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს

არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიის წარმომადგენლებს: ცრუ პათეტიკური განცხადებები არ გიშველით - ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ, თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს

იმედი|imedinews.ge

ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით ისაუბრა ერთ-ერთმა თქვენმა წარმომადგენელმა და ერთი რამე უნდა გაგახსენოთ კონკრეტულად ამ ადამიანთან დაკავშირებით - მისი ქმედებების იურიდიული შეფასება, რა თქმა უნდა, პროკურატურის და სასამართლოს საქმეა, მაგრამ, არავის დაგვვიწყებია მისი კონკრეტული ფეისბუქ-ლაივი, თუ რაზე საუბრობდა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მან პლენარულ სხდომაზე ზვიად ცეცხლაძის ვიდეო-მიმართვის ფრაგმენტიც ჩართო და განაცხადა, რომ „ეს ადამიანი რაზე საუბრობს და რა არის ეს მოწოდებები, არის თუ არა ეს ძალადობის და მაიდანის რუსთაველზე გამეორების გარედან მიღებული ინსტრუქციის საჯაროდ აღიარება და კანონდარღვევისკენ საჯაროდ მოწოდება, საზოგადოებამ შეაფასოს“.

გორდულაძის შეფასებით, გასაკვირი არ არის, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლები სწორედ იმავე სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, რადგან, ისინი „ნაცურ“ ნარატივებს ეთანხმებიან და იმეორებენ.

„საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ თქვენ მისი დამცველი ბრძანდებით, იმიტომ, რომ თქვენც ზუსტად ამ სულისკვეთებით ხართ გამსჭვალულები. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არაერთ შემთხვევაში ეთანხმებოდით და ეთანხმებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას, იმეორებთ „ნაცურ“ ნარატივს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, იმეორებთ „ნაცურ“ ნარატივს გაბრაზებულ ხალხთან დაკავშირებით, ემხრობით თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმას, მაგალითად, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა თავისუფალი სიტყვის გამავრცელებლები ამ ქვეყანაში და შემდეგ ეს პრემიერ-მინისტრი როგორ გადადგა - გუშინ, მთელმა მსოფლიომ იხილა, თვალცრემლიანი როგორ მიუყვებოდა თავისი პოლიტიკური დასასრულის გზას, არ ემიჯნებით და არ გმობთ ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მოღალატეობრივ წერილებს აგზავნით უცხოეთში ქვეყნისა და საზოგადოების დასაზიანებლად, სრულ თანხვედრაში ხართ და წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცებს“ - თუ დაგვავიწყდა, რომ თქვენი ბელადი და მიხეილ სააკაშვილი, ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე სასტუმროში, „სრულიად შემთხვევით“ აღმოჩნდნენ და შემდეგ თავის მართლება მოგიწიათ. თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი, ადასტურებს, რომ უბრალოდ, არაკომპეტენტურები ხართ. სულ რამდენიმე სიტყვაც კი არის ამის მაგალითი, თქვენმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იხმარა ტერმინი „ჯარიმების ტარიფი“ და ჯარიმების ტარიფი რა შეიძლება იყოს, მხოლოდ თქვენმა წარმომადგენლებმა შეიძლება იცოდეს.

არაკომპეტენტურობა, ამ ქვეყნის ღალატი, საზოგადოებაზე თავდასხმა, ცრუ პათეტიკური განცხადებები - ეს ყველაფერი არ გიშველით, იმიტომ, რომ ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ, თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს“, - განაცხადა გორდულაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახელით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • საპატრიარქო დონბასში მებრძოლი ბატალიონისთვის ბერ გაბრიელის სახელის დარქმევას ემიჯნებაფორმულა
  • „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფინტექ-კომპანია SumUp-თან მაისურის სახელოს სპონსორობის შეთანხმება გააფორმაBM.GE
  • პარტია „გირჩი“ სახელს იცვლისნეტგაზეთი
  • პარტია "გირჩი" სახელს იცვლისრუსთავი 2
სახელით →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი