მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის ელჩი ევროკავშირში: ტრამპი გრენლანდიაში შეჭრას არასდროს აპირებდა
აშშ-ის ელჩი ევროკავშირში: ტრამპი გრენლანდიაში შეჭრას არასდროს აპირებდა

აშშ-ის ელჩი ევროკავშირში: ტრამპი გრენლანდიაში შეჭრას არასდროს აპირებდა

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირში აშშ-ის ელჩის ენდრიუ პაზდერის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებები, რომლებიც გრენლანდიასთან დაკავშირებით სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას ეხებოდა, არასწორად იქნა გაგებული.

ბრიუსელის ეკონომიკური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას აშშ-ის ელჩმა ევროკავშირში აღნიშნა, რომ „შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ გრენლანდიის ტერიტორიულ მთლიანობას ვემუქრებოდით, თუმცა პრეზიდენტს არასოდეს უთქვამს, რომ იქ შეჭრას ვაპირებდით“.

პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა გრენლანდიის შეერთებულ შტატებთან მიერთების იდეა და სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაც არ გამორიცხა, რამაც ევროპაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

პაზდერის თქმით, ტრამპის განცხადებების მთავარი მიზანი გრენლანდიის სტრატეგიული მნიშვნელობის წარმოჩენა იყო, თუმცა ისინი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა აღქმულიყო.

პაზდერმა ევროპული ქვეყნების რეაქცია ტრამპის განცხადებებზე კაპუჩინოს ქაფს შეადარა. „როდესაც კაპუჩინოს უკვეთავთ, მას ყავის გამო სვამთ და არა ქაფის გამო. ამიტომ ყურადღება ყავაზე უნდა გავამახვილოთ და არა ქაფზე. ამ ამბავში ბევრი რამ სწორედ ქაფს ჰგავს“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 214 სტატია.

  • „ჰამასი“ ტრამპის გეგმას უპირისპირებს პირობას: ჯერ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმებიფორმულა
  • ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენBM.GE
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, "მშვიდობის საბჭომ" ღაზას სექტორთან დაკავშირებით ისტორიული შეთანხმებას მიაღწიარუსთავი 2
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
ტრამპის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს არის ძალიან შეღავათიანი, ბევრისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა. მეორე მხრივ, ეს კარგი სწავლისკენ სტუდენტის წახალისებაა, ანუ ისწავლი კარგად - შემდგომ ეტაპზეც მიიღებ დაფინანსებას

The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია

The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია

იმედი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია, არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

იმედი