მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი: აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაშიც - ამ ბიოლაბორატორიების არსებობისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ადამიანები მიზანმიმართულად მალავდნენ, ხოლო მათ, ვინც საწინააღმდეგოს ამბობდა, უცხო ქვეყნის აგენტებად და ამერიკის მოღალატეებად აცხადებდნენ
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი: აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაშიც - ამ ბიოლაბორატორიების არსებობისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ადამიანები მიზანმიმართულად მალავდნენ, ხოლო მათ, ვინც საწინააღმდეგოს ამბობდა, უცხო ქვეყნის აგენტებად და ამერიკის მოღალატეებად აცხადებდნენ

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი: აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაშიც - ამ ბიოლაბორატორიების არსებობისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ადამიანები მიზანმიმართულად მალავდნენ, ხოლო მათ, ვინც საწინააღმდეგოს ამბობდა, უცხო ქვეყნის აგენტებად და ამერიკის მოღალატეებად აცხადებდნენ

იმედი|imedinews.ge

სადაზვერვო საზოგადოების მფლობელობაში არსებული მასალებისა და ფაილების მრავალთვიანი შესწავლის შემდეგ, ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი აქვეყნებს ახალ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი ავრცელებს.

„ეს ბიოლაბორატორიები მოიცავს უკრაინაში მდებარე ლაბორატორიებსაც, რომლებიც, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის გამო. მაგალითად, სადაზვერვო საზოგადოება მანამდეც აფრთხილებდა [საზოგადოებას], რომ უკრაინაში აშშ-ის მიერ დაფინანსებული ბიოლაბორატორია, სავარაუდოდ, შეიცავდა სახიფათო პათოგენებს და მოწყვლადი რჩებოდა რუსეთის მხრიდან თავდასხმის, ხელში ჩაგდების ან დაზიანების მუდმივი საფრთხეების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

„აქამდე ამ ლაბორატორიების არსებობისა და დაფინანსების მტკიცებულებებს ამერიკელ ხალხს განზრახ უმალავდნენ. აშშ-ის მიერ დაფინანსებული ამ ბიოლაბორატორიების არსებობის, ისტორიის, მდებარეობისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ადამიანები მიზანმიმართულად მალავდნენ - ისინი ყალბად ამტკიცებდნენ, რომ ეს ლაბორატორიები არ არსებობს, ხოლო ყველას, ვინც საწინააღმდეგოს ამბობდა, უცხო ქვეყნის აგენტებად და ამერიკის მოღალატეებად აცხადებდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში აცხადებენ, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ამ ბიოლაბორატორიებიდან ბევრი ამჟამად ახორციელებს ან წარსულში ახორციელებდა კვლევებს სახიფათო და მაღალი გადადების უნარის მქონე პათოგენებზე. ზოგ შემთხვევაში, ეს კვლევები მოიცავდა საფრთხის შემცველ „ფუნქციის გაძლიერების“ ექსპერიმენტებსაც, რაც ყოველგვარი გამჭვირვალობისა და სათანადო ზედამხედველობის გარეშე ხდებოდა.

„პრეზიდენტ ტრამპს ესმის, თუ რა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამერიკელ ხალხს „ფუნქციის გაძლიერების“ სახიფათო კვლევები, რის გამოც მან 2025 წლის 25 მაისს ზომები მიიღო და ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რათა შეწყდეს „ფუნქციის გაძლიერების“ კვლევების ფედერალური დაფინანსება მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნავენ უწყებაში.

გაბარდმა დაზვერვის საზოგადოებას ახალი მითითებები მისცა, რაც საზღვარგარეთ არსებული ამ ლაბორატორიებისა და ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვების გააქტიურებას გულისხმობს. ეს დირექტივა უკვე იძლევა ახალ დეტალებს ამ ობიექტებზე მიმდინარე კლინიკური კვლევების შესახებ, რაც სერიოზულ ეთიკურ, ფინანსურ და უსაფრთხოების კითხვებს აჩენს ამ ვითომდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივებთან და აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობამ „ჯრუჭულა ენერჯის“ ელექტროსადგურის ასაშენებლად, საჩხერეში მიწა 49 წლით გადასცა - პირობებიBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი