მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანთან შეთანხმებაზე: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი - პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა
აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანთან შეთანხმებაზე: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი - პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა

აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანთან შეთანხმებაზე: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი - პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შესაძლო შეთანხმება ირანთან იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი“, - თქვა მან თეთრ სახლში გამართულ პრესბრიფინგზე. - „ხოლო პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა“.

ბესენტმა უარი თქვა ადმინისტრაციასა და ირანს შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმების დეტალების დადასტურებაზე, რომელმაც, შესაძლოა, გაახანგრძლივოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და საფუძველი ჩაუყაროს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას.

თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა აკმაყოფილებდეს ტრამპის მოთხოვნებს: ირანმა უნდა გადასცეს თავისი მაღალგამდიდრებული ურანი და აიღოს ვალდებულება, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას, რასაც თან უნდა დაერთოს სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის დაშვება.

ბესენტმა ასევე არ გაიზიარა ვარაუდები იმის შესახებ, რომ აშშ-მა, შესაძლო გარიგების ფარგლებში, შეიძლება ირანს სანქციები მოუხსნას და ჟურნალისტებს განუცხადა: „ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით პროცესები ძალიან ნელა განვითარდება“.

„ეს არის მრავალმხრივი შეთანხმება და დღის წესრიგში არაფერი დადგება მანამ, სანამ არ ვნახავთ, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნილია, ხოლო ირანელები თანახმა არიან, გადასცენ მაღალგამდიდრებული ურანი და უარი თქვან ბირთვულ პროგრამაზე“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი