მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ისა და კანადის ვიზებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა
აშშ-ისა და კანადის ვიზებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა

აშშ-ისა და კანადის ვიზებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა

იმედი|imedinews.ge

ქართველი და ამერიკელი სამართალდამცველების მიერ ერთობლივად გახსნილ საქმეზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა. ბრალდებულთა შორის ერთი ოჯახის ორი წევრია. პატიმრობა ცოლს შეეფარდა.

„როგორც სხვა, ორგანიზებული დანაშაულის წევრს, ამ ქალბატონსაც ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ქალბატონი გამოძიებასთან ბოლომდე გულახდილი არ არის.

როგორც მოგეხსენებათ, საქმე ეხება მასშტაბურ დანაშაულებრივ ორგანიზებულ ჯგუფს, სადაც მიმდინარეობს არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. შესაბამისად, ამ დანაშაულში მონაწილე პირთა წრე შესაძლებელია, გაიზარდოს.

ორგანიზებული ჯგუფის მიზანი იყო გამოგონილი ისტორიებისა და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე კონკრეტულ პირებს მიეღოთ თავშესაფარი თუ ვიზები აშშ-ში. შესაბამისად, საქმეში არსებობს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება“, - განაცხადა პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ვიზებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთაგან ხუთს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.

გახსნილ ორგანიზებულ დანაშაულებზე საქართველომ მადლობა შეერთებული შტატებისგან მალევე მიიღო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • ცხრა თვიანი პატიმრობა დასრულებულია - ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვატვ პირველი
  • პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების, "ქურდული სამყაროს" წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათრუსთავი 2
  • „შეურაცხმყოფელი ბანერისთვის“ დაკავებულ აქტივისტს, ია მელითაურს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • "თუ ჰგონიათ, რომ გამოვალ სხვა აზრზე ვიქნები, ძალიან ცდებიან" - ექიმი გიორგი ახობაძის პირველი კომენტარი, რომელსაც 25 დღით პატიმრობა შეუფარდესBM.GE
პატიმრობა →ბრალდებულს →

მსგავსი სტატიები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი