მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: მოკავშირეებთან უთანხმოების მიუხედავად, ტრამპი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
AXIOS: მოკავშირეებთან უთანხმოების მიუხედავად, ტრამპი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

AXIOS: მოკავშირეებთან უთანხმოების მიუხედავად, ტრამპი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საფრანგეთში ივნისში გაიმართება. ინფორმაციას AXIOS-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სამიტის დროს ტრამპი ისეთი საკითხების განხილვაში ჩაერთვება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ვაჭრობა და დანაშაულთან ბრძოლა.

როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის ლიდერები „დიდი შვიდეულის“ სამიტებში ტრადიციულად მონაწილეობენ, თუმცა ტრამპის ჩასვლა საფრანგეთში გარანტირებული არ იყო, რადგან ის დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოთქვამს ისეთი ქვეყნების ქცევით, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ მის სამხედრო კამპანიას მხარი არ დაუჭირეს.

როგორც წყარო თეთრი სახლიდან AXIOS-ს უყვება, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე კონკრეტული ხელშეკრულებები არ გაფორმდება.

აღსანიშნავია, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ტრამპი დაბადების დღეს იზეიმებს. 14 ივნისს მას 80 წელი შეუსრულდება.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი 15-17 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 213 სტატია.

  • ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენBM.GE
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, "მშვიდობის საბჭომ" ღაზას სექტორთან დაკავშირებით ისტორიული შეთანხმებას მიაღწიარუსთავი 2
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
ტრამპი →მონაწილეობა →

მსგავსი სტატიები

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

იმედი

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

იმედი