მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Axios: ტრამპმა ირანთან უკვე შეთანხმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა
Axios: ტრამპმა ირანთან უკვე შეთანხმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა

Axios: ტრამპმა ირანთან უკვე შეთანხმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტში რამდენიმე ცვლილების შეტანა მოითხოვა, - იტყობინება Axios-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებით, ტრამპს სურს, შეთანხმებაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტული დათმობები იხილოს. შეთანხმება არსებული სახით მოიცავს მხოლოდ ირანის ვალდებულებას, არ შექმნას ბირთვული იარაღი. ტრამპს სურს, ხელშეკრულებაში გაიწეროს უფრო მკაფიო ვადები და პირობები, რომელთა მიხედვითაც აშშ უკვე გამდიდრებულ ირანულ ურანს მიიღებს.

გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ტრამპს ასევე სურს, შეცვალოს ზოგიერთი ფორმულირება, რომელიც ჰორმუზის სრუტის მუშაობის განახლებას ეხება.

„გარიგება შედგება. რამდენად მალე მოხდება ეს, ვნახავთ. ჩვენ მზად ვართ, მოვიცადოთ, რათა პრეზიდენტმა მიიღოს ის, რასაც ითხოვს. ამას შესაძლოა ერთი კვირა დასჭირდეს, შესაძლოა ნაკლები, შესაძლოა მეტიც. იმედი გვაქვს, რომ კვირის ბოლოსთვის რაღაც ხელშესახები გვექნება“, - განაცხადა ამერიკელმა წყარომ.

იმის შესახებ, რომ ტრამპმა შეთანხმების პირობების გამკაცრება გადაწყვიტა, The New York Times-იც იტყობინებოდა. მისი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი შეშფოთებულია შეთანხმების ზოგიერთი დებულების გამო, რომლებიც ირანის გაყინული აქტივების განბლოკვას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი