მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ვაჭრობის დერეფანი გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. გვინდა, რომ ეს პოტენციალი გაიზარდოს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ვაჭრობის დერეფანი გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. გვინდა, რომ ეს პოტენციალი გაიზარდოს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ვაჭრობის დერეფანი გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. გვინდა, რომ ეს პოტენციალი გაიზარდოს

იმედი|imedinews.ge

ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ვაჭრობის დერეფანი გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. გვინდა, რომ ეს პოტენციალი გაიზარდოს, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა თურქეთში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა შეძლეს რეგიონული დაკავშირებადობის განხორციელება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ამ სამ ქვეყანაში კეთილდღეობის გაზრდა მოსახლეობის სასარგებლოდ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ვაჭრობის დერეფანი გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. გვინდა, რომ ეს პოტენციალი გაიზარდოს. სწორედ ამიტომ განვახორციელეთ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი. გავიყვანეთ ისე, რომ ჩვენ გადავიქეცით ნამდვილ გზაჯვარედინად ამ ენერგომატარებლების გატარების მხრივ. ამით ჩვენ შევძელით რეგიონული დაკავშირებადობის განხორციელება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ამ სამ ქვეყანაში კეთილდღეობის გაზრდა მოსახლეობის სასარგებლოდ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეს თანამშრომლობა, არ აქვს მნიშვნელობა რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა იყოს ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის, მას მაინც ორმხრივად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ქვეყნებს შორის, ურთიერთშორის. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ერთად, რომ მუდმივად ვითანამშრომლოთ როგორც თავდაცვის, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და ა.შ. რათა ეს ჩვენი გეგმები, ჩვენი პროექტები ამ ინსტიტუციების ჩართულობის ფონზე განვავითაროთ. ამ კუთხით, იმ პროექტებთან დაკავშირებით, რაზედაც მე უკვე გესაუბრეთ, ამასთან ერთად ახალ პროექტებზე ჩვენ დავსახეთ შემდგომი თანამშრომლობა და მუშაობის გაგრძელება“, - აღნიშნა მან.

სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობაBM.GE
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი