მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბათუმში Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა
ბათუმში Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

ბათუმში ახალი სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ღონისძიებას რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან,საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებმა. მათ პროექტის მნიშვნელობაზე, ბათუმის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და მსგავსი ინვესტიციების როლზე ისაუბრეს.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბათუმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინვესტიციების განხორციელება, რომლებიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად ქალაქის ისტორიული იერსახისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

„დღეს გაიხსნა ახალი სასტუმრო ჩვენ ქალაქში, რაც ნიშნავს მეტ დასაქმებას, დამატებით ინვესტიციებს და ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებს. ბათუმი მხოლოდ თანამედროვე შენობებისა და ცათამბჯენების ქალაქი არ არის; ჩვენთვის პრიორიტეტულია ძველი ქალაქის განვითარება. სასტუმრო „ინდიგო“ ის სივრცეა, სადაც ძველი და ახალი ინფრასტრუქტურა ჰარმონიულად არის შერწყმული და განსაკუთრებული ყურადღება ქალაქის ისტორიასა და კულტურულ ფასეულობებზეა გამახვილებული. ეს შენობა იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ბათუმი იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი და სავაჭრო დერეფანი.

მსგავსი პროექტები კიდევ უფრო გააძლიერებს ბათუმის, როგორც ტურისტული მიმართულების პოზიციებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენს ქალაქში”, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

Hotel Indigo Batumi Old Town წარმოადგენს IHG Hotels & Resorts-ის საერთაშორისო ქსელის ნაწილს. ბრენდი მსოფლიო მასშტაბით გამოირჩევა თითოეული ლოკაციის უნიკალური იდენტობის, კულტურისა და ისტორიის წარმოჩენით. სასტუმრო ბათუმში, იმ ისტორიულ შენობაშია განთავსებული, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდან ქალაქის ეკონომიკური, კულტურული და არქიტექტურული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის

მამუკა მდინარაძე: უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე: ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება,  გადავხედავთ ყველა დეტალს, გვინდა, რომ შესრულდეს შეთანხმება, რაც დაიდო კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის

არჩილ გორდულაძე: დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა