მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დროებითი გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს
Bloomberg: ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დროებითი გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს

Bloomberg: ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დროებითი გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დროებითი შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ წელს ევროკავშირმა დაამტკიცა დინამიკური მექანიზმი იმის უზრუნველსაყოფად, რომ საფასო ლიმიტი ავტომატურად, ყოველ 6 თვეში ერთხელ, Urals-ის მარკის რუსული ნავთობის საშუალო საბაზრო ფასზე 15%-ით დაბლა დაწესდეს. მიმდინარე საფასო ზღვარი ბარელზე 44,1 დოლარს შეადგენს, მისი გადახედვა კი ზაფხულის ბოლოსაა დაგეგმილი.

ამ ლიმიტის მიხედვით, ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ ისეთი მომსახურების გაწევა, როგორიცაა იმ ნავთობის დაზღვევა და ტრანსპორტირება, რომელიც დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად იყიდება.

ირანში ომისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის შედეგად ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ივლისში საფასო შეზღუდვის მორიგი გადახედვისას, ეს დონე, სავარაუდოდ, სულ მცირე 65 დოლარამდე გაიზრდება, რაც G7-ის მიერ ერთობლივად დაწესებულ წინა, 60-დოლარიან ზღვარს აღემატება, - განაცხადეს წყაროებმა ანონიმურობის პირობით. პროცესის გაყინვა კი საფასო ლიმიტი მიმდინარე დონეზე შენარჩუნდეს საშუალებას იძლევა.

წყაროების ცნობით, სხვა ვარიანტები, რომლებიც განიხილება, მოიცავს დინამიკური და ავტომატური ზრდის შეჩერებას წლის ბოლომდე, ახლო აღმოსავლეთში არსებული გამონაკლისი გარემოებების გათვალისწინებით ან ნებისმიერი ზრდის მაქსიმუმ 60 დოლარამდე შეზღუდვას G7-ის დონის შესაბამისად.

ეს ნაბიჯი ევროკავშირის სანქციების ბოლო, რიგით 21-ე პაკეტის ნაწილი გახდება. ევროკავშირი ახალი ზომების პაკეტის საბოლოოდ შეთანხმებასა და ოფიციალურად წარდგენას ივნისის დასაწყისში გეგმავს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ამ გეგმების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას მიაწოდეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →ნავთობის →რუსული →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი