მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ
ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

იმედი|imedinews.ge

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა, რომელმაც თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტი სწორედ კიევში განახორციელა, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს მოუწოდა, გააკეთონ „ყველაფერი შესაძლებელი“ რუსული საჰაერო იერიშებისგან უკრაინის დასაცავად.

„ჩვენ თქვენ გვერდით ვართ ამ ბრძოლაში ბოლომდე, გულითა და სულით. ახლა არის მომენტი, რომ შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთზე და შევზღუდოთ მათ მიერ ამ უკანონო ომის დაფინანსების შესაძლებლობა“, - განაცხადა ბერნემმა და მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრას ვიდეოზარით თანათავმჯდომარეობდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქებზე ბოლო დროს განხორციელებულმა თავდასხმებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების დაჩქარების საჭიროება.

„ჩემი მთავარი გზავნილი ძალიან მარტივია: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და განაგრძეთ მოქმედება. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დავაჩქაროთ იარაღის მიწოდების ტემპი“, - აღნიშნა მაკრონმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო უკრაინელი ხალხის გამძლეობა ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომში და აღნიშნა, რომ ქვეყანა ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 259 სტატია.

  • ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდისფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
  • ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფსBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას

ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას

იმედი

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის

იმედი

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

იმედი

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

იმედი