მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

იმედი|imedinews.ge

ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

მიხაილო ფედოროვს, უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ამ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მიმართულ თავის სკანდალურ მოწოდებაში თავისი ყოფილი უფროსი სახელით არ უხსენებია, თუმცა სრულიად ნათელი იყო, ვის გულისხმობდა იგი.

მიუხედავად იმისა, რომ მისმა სვლამ დიდი შეშფოთება გამოიწვია უკრაინაში, რომელიც კვლავ საომარი მდგომარეობისა და ყოველდღიური დაბომბვების პირობებში ცხოვრობს, მან საჯარო გახადა დილემა, რომელიც ომის ყოველ გასულ წელთან ერთად სულ უფრო მწვავდება.

„საიდან იწყება ზღვარი, სადაც ეროვნული თავდაცვის აუცილებლობა დემოკრატიის რღვევად გადაიქცევა? როდის უნდა დაყაროს ფარი ომის დროინდელმა ლიდერმა? რამდენ ხანს შეძლებს უკრაინა უგულებელყოს სტანდარტული პოლიტიკური პროცესები, როცა საზოგადოებრივი აზრი აშკარად მოწმობს, რომ ხალხს მმართველობის შეცვლა სურს?“ - ნათქვამია სტატიაში.

„დემოკრატია არ შეიძლება რუსეთის მძევლად იქცეს“, - განაცხადა ფედოროვმა გასულ სამშაბათს გავრცელებულ ცხრაწუთიან ვიდეომიმართვაში. - „ჩვენ უნდა ვიპოვოთ სამართლებრივი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს აღადგინოს სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესი, თუნდაც ხანგრძლივი ომის პირობებში“.

„სისტემური მმართველობითი კრიზისის“ დაგმობამ და „ძველი სისტემის“ გარდაქმნისკენ მოწოდებამ მისი სათქმელი სრულიად ნათელი გახადა: ზელენსკი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2024 წლის მაისში ამოეწურა, უნდა წავიდეს.

თუმცა, ომის დროს არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას და, ბევრის აზრით, საღ აზრსაც. რუსული დრონებისა და რაკეტების მუდმივი დაბომბვების ფონზე, საარჩევნო ყუთებთან მისვლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.

ბევრი უკრაინელი - ზელენსკის ყველაზე მწვავე ოპონენტების ჩათვლით - შიშობს, რომ კრემლი საარჩევნო პროცესის განახლებას შუღლისა და უთანხმოების დასათესად გამოიყენებს და, ეჭვგარეშეა, არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას შეეცდება.

პრეზიდენტზე ზეწოლა გარედანაც იზრდება. გასულ წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ კიევი ომით მანიპულირებს არჩევნების გადასავადებლად. ზელენსკიმ კი უპასუხა, რომ უკრაინას 90 დღეში შეუძლია არჩევნების ჩატარება, თუკი მოკავშირეები ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფენ.

„შესაძლოა საზოგადოებაში გაჩნდეს კითხვა - რა ვადის ომზე იყო გათვლილი არჩევნების ჩატარების კონსტიტუციური აკრძალვა? 5-წლიანზე? 10-წლიანზე თუ 15-წლიანზე? თუკი ომი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება, ნიშნავს ეს იმას, რომ ზელენსკის პრეზიდენტობაც ათწლეულებს უნდა გაგრძელდეს?“ - აღნიშნულია სტატიაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

იმედი

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

იმედი

ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

იმედი