მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

იმედი|imedinews.ge

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

დიპლომატმა განაცხადა, რომ აშშ კიდევ ერთხელ იზიარებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას, ორივე მხარემ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაიწყოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად.

ნეგრეამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველ ახალ დარტყმასთან ერთად დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.

ოფიციალურმა პირმა მოუწოდა ორივე მხარეს, შეწყვიტონ ნებისმიერი დარტყმა, რაც შეიძლება ზიანს აყენებდეს ან საფრთხეს უქმნიდეს სამოქალაქო გემებს. მან დასძინა, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლის ღვრის გაგრძელება უაზრობაა, როდესაც ამ ომის სამხედრო გზით გადაჭრის შესაძლებლობა არ არსებობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი და კიევი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ და დაარწმუნა შეკრებილები, რომ ვაშინგტონი ითამაშებს ნებისმიერ კონსტრუქციულ როლს, რაც შეუძლია, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს და დაეხმაროს მხარეებს შედეგის მიღწევაში.

გამოსვლის დასასრულს ნეგრეამ განაცხადა, რომ აშშ კვლავ ერთგული რჩება უკრაინის, როგორც სუვერენული და აყვავებული სახელმწიფოს, მომავლის მიმართ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 259 სტატია.

  • ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდისფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
  • ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფსBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

იმედი

ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

იმედი

ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა

ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა

იმედი