მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება
NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

იმედი|imedinews.ge

ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

განხორციელების შემთხვევაში, ეს ნაბიჯი აშშ-ის ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბური ერთჯერადი გაუქმება იქნება და, სავარაუდოდ, სამართლებრივ გამოწვევებს წააწყდება.

თუ გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა ან არ გადაიხედა, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უახლოეს კვირებში გამოაცხადებს 2016-დან 2026 წლამდე გაცემული B1 და B2 ვიზების გაუქმების შესახებ იმ პირებისთვის, რომლებმაც თავშესაფარი მოითხოვეს ან ახლა ითხოვენ.

„ჩვენ კოორდინაციაში ვართ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან, რათა გამოვავლინოთ და გავაუქმოთ იმ უცხოელთა არასაიმიგრაციო ვიზები, რომლებიც შეერთებულ შტატებში მოკლევადიანი ვიზიტორის სტატუსით ჩამოვიდნენ, ხოლო შემდეგ, აქ მუდმივად დარჩენის მიზნით, თავშესაფარი მოითხოვეს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტომი პიგოტმა.

უწყების წარმომადგენელმა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ პროცესი უწყვეტ რეჟიმში წარიმართება, შესაბამისად, გაუქმებული ვიზების საბოლოო რაოდენობა დინამიური იქნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარიარუსთავი 2
  • რუსეთში Ozon-ის სამ ლოგისტიკურ ობიექტს დრონებით შეუტიეს - ერთ-ერთ საწყობში მასშტაბური ხანძარიატვ პირველი
  • NABU-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყოფორმულა
  • კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ პაკეტს აანონსებსBM.GE
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას

ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას

იმედი

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის

იმედი

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

იმედი

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

იმედი