მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა მდგრადობის ანგარიშგების საკითხებზე კონფერენცია გამართა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა მდგრადობის ანგარიშგების საკითხებზე კონფერენცია გამართა

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა მდგრადობის ანგარიშგების საკითხებზე კონფერენცია გამართა

იმედი|imedinews.ge

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, გამართა კონფერენცია თემაზე - „მდგრადობის ანგარიშგება და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურება: საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა საქართველოსთვის“.

ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა, ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით მჭედლიძემ და პოლონეთის აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს (PANA) ხელმძღვანელის მოადგილემ, დარიუშ დანილიუკმა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო მდგრადობის ანგარიშგების როლი თანამედროვე კორპორაციული ანგარიშგების სისტემაში, მისი მნიშვნელობა კომპანიების გამჭვირვალობის, ანგარიშგების ხარისხისა და ინვესტორთა ნდობის ამაღლებისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს (PANA) წარმომადგენლებმა, გაეცნენ პოლონეთის პრაქტიკულ გამოცდილებას იმ საკითხებზე, რომლებიც მდგრადობის ანგარიშგებისა და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურების დანერგვას, ზედამხედველობასა და პროფესიული პრაქტიკის განვითარებას უკავშირდება.

გაიმართა საჯარო განხილვები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის, საპენსიო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებმა.

მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში მდგრადობის ანგარიშგების განვითარების მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ პროცესი საჭიროებს ეტაპობრივ, პროპორციულ და პრაქტიკულ მიდგომას, რომელიც ერთდროულად გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას, კომპანიების მზაობას, აუდიტორული სექტორის შესაძლებლობებსა და ბაზრის საჭიროებებს.

ღონისძიებას დაესწრნენ აუდიტორები, აუდიტორული ფირმები, საწარმოები, საჯარო და კერძო სექტორის, მარეგულირებელი უწყებების, პროფესიული წრეების, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია შეაჯამა სამსახურის უფროსმა, დავით მჭედლიძემ. მან ყურადღება გაამახვილა მდგრადობის ანგარიშგებისა და მარწმუნებელი მომსახურების მნიშვნელობაზე საქართველოს კორპორაციული ანგარიშგების სისტემის შემდგომი განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, პროფესიული დიალოგი და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა აღნიშნული მიმართულების ეტაპობრივი და ეფექტიანი განვითარებისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს მას სამედიცინო გამოკვლევა - ლევან მაჭავარიანი სააკაშვილზერუსთავი 2
  • აჭარაში $20 500-ის მოცულობის ყალბი ვალუტის გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ