მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ვეტოს დაადებს
ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ვეტოს დაადებს

ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ვეტოს დაადებს

იმედი|imedinews.ge

ბულგარეთი ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტს, რადგან ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე, გარდა ამისა, მთავრობა არ ეთანხმება რუსი ეპისკოპოსის მიმართ დაწესებულ სანქციებს - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა.

ორშაბათს ევროკავშირმა სანქციების სია გააფართოვა და მას დაამატა 34 ფიზიკური და 47 იურიდიული პირი, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან, ნავთობისა და გაზის ტანკერების „ჩრდილოვან ფლოტთან“ და პოლიტიკურ ჩარევაში მონაწილე სხვა სუბიექტებთან, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ეპისკოპოსთან.

„ლუკოილის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რისკები არსებობს“, - განუცხადა რადევმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის წინ.

„ჩვენ გვსურს, რომ ის [კომპანია] სიიდან ამოიღონ“, - თქვა რადევმა.

მან ასევე აღნიშნა სოფიას მეტროსთვის სათადარიგო ნაწილებისა და სასუქების მიწოდების შესაძლო შეფერხების საფრთხე.

„ყველა ეს საკითხი ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში უნდა განიხილონ“, - განაცხადა რადევმა. „რა გზით შეაჩერა ამ დრომდე ამ სანქციებმა ომი? და საერთოდ, როგორ დაეხმარა ეს მშვიდობას?“

რადევის თქმით, ბულგარეთი არ ეთანხმება რუსეთის ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირების მიმართ სანქციების დაწესებას.

„ეს ომი უკვე გასცდა სანგრებს; ის სცილდება ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფარგლებს. ჩვენ ვხედავთ მის გავლენას კულტურასა და სპორტზე, ახლა კი მხოლოდ ისღა დარჩა, რომ რელიგიაც მოიცვას“.

მიუხედავად ამისა, რადევმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი ხელს არ შეუშლის უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესს“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი